ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას Facebook -ის სათაო ოფისში გაივლის. „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო“-ს სტუდენტი ყველაზე ცნობილმა სოციალურმა ქსელმა 250 ათასი სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ის ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე სოფტვეარ დეველოპერად მიიწვია.
კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი 2017 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სან დიეგოში გაემგზავრა, სადაც, წარმატების მისაღწევად, სათაო ოფისში ორი ტექნიკური გასაუბრება გაიარა. ლუკა პროგამირებით ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა: „ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.
ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანის აზრით ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. „ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას" - განაცხადა კენ უოლშმა.