ამერიკული კომპანია Apple წარმოების სისტემის შეცვლას გეგმავს - შესაძლოა შემდგომი iPhone და MacBook გადამუშავებული და ეკოლოგიურად სუფთა მასალით შეიქმნას. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი News.com ავრცელებს. „ჩვენ გვსურს შევქმნათ გაჯეტები, რომელიც 100%-ით გადამუშავებული მასალისგან იქნება შექმნილი“ - განაცხადა კომპანია Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლიზა ჯექსონმა. მისი თქმით მათ სურთ შექმნან პროდუქტი, რომელიც უსაფრთხო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით იწარმოება.
„მე ვთვლი, რომ ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს“ - ამბობს ლიზა ჯექსონი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის წარმოებასას ყველაზე რთული გაჯეტისთვის ბატარეის შექმნა იქნება, რომელიც ყველაზე ტოქსიკური, თუმცა აუცილებელი მასალით - კობალტით მზადდება.