იაპონური კომპანიის Nintendo-ს პროდუქტმა Switch ჟურნალ Time-ის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის საუკეთესო ტექნოლოგიური გამოგონებებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
პროდუქტმა, რომელიც შედგება 187,9 სანტიმეტრიანი ეკრანის მქონე პლანშეტისგან და სათამაშო პადისგან Joy-Con, წლის ყველაზე პოპულარული გამოგონება iPhone X-ც ჩამოიტოვა, რომელსაც მეორე ადგილი ხვდა წილად. სტატიის ავტორის განცხადებით მიუხედავად ახალი სმარტფონის სიძვირის და სირთულისა, Iphone X მომავლის სმარტფონია. მესამე ადგილი კი ნოუთბუქმა Microsoft Surface-მა დაიკავა თავისი მარტივი და ელეგანტური დიზაინისა და გამძლე ბატარეიდან გამომდინარე.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
მინი-კვადროკოფტერი DJI Spark
სმარტფონი Samsung Galaxy S8
სათამაშო მოწყობილობა Super Nintendo Entertainment System (SNES) Classic
აუდიო სპიკერი Amazon Echo
კონსოლი Xbox One X
ჭკვიანი საათი Apple Watch 3
ფოტოკამერა Sony Alpha A7R III