მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეალობაში ინტერნეტმა პირველი ადგილი დაიკავა და შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაცია რთულია, მაინც არსებობენ ადამიანები, რომელთაც ინტერნეტი დისკომფორტს უქმნის, რადგან თვლიან, რომ სოციალური ქსელები და ზოგადად ვებ სივრცე ადამიანსა და რეალურ სამყაროს შორის მთავარი ბარიერის შემქმნელია. როგორც ჩანს ამ მოსაზრებას მსოფლიოში სწრაფი კვების ერთ-ერთი წამყვანი ობიექტების ქსელი KFC-ც ეთანხმება, რომელმაც ინტერნეტისგან თავდასაცავი მეტალის კარავი შექმნა. ეს ერთგვარი ფარადეის გალიაა, სადაც ინტერნეტის დაჭერა ნებისმიერი გაჯეტით შეუძლებელი ხდება. KFC-ს ახალი პროდუქტი 3,6 იწონის და გარდა მეტალისა, დამზადებულია სპეციალური დრეკატი მასალისგან. კარის მოაჯირს ქათმის ბარკლის ფორმა აქვს. პროდუქტის ღირებულება 10 ათასი დოლარია, ან KFC-ის 400 რვა ნაჭრიანი საოჯახო მენიუს ფასი აქვს. ამჟამად მხოლოდ ერთი მსგავსი პროდუქტია შექმნილი, რომელიც ჯერ არ გაყიდულა.