კომპანია Apple-მა ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებს ახალი თაობა ახალ ტექნოლოგიებს და როგორ ნერგავს მას თავის ყოველდღიურობაში. სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია მოზარდი გოგონას ერთი ჩვეულებრივი დღე, როდესაც მოზარდი აკეთებს თავის საქმეებს თუმცა iPad Pro-ს გვერდიდან არ იშორებს. ის მეგობრებს მესენჯერში ელაპარაკება, იწერს საშიანო დავალებას, ფოტოებს უღებს ბუნებას, ხატავს, კითხულობს კომიქსებს და ა.შ. საღამოს კი, როდესაც დედა ეკითხება თუ რას აკეთებს ის თავის კომპიუტერში, გოგონა კითხვითვე პასუხობს: „რა არის კომპიუტერი?“
შესაძლოა ახალი სარეკლამო რგოლი კლასიკურ რეკლამად მივიჩნიოთ - Mac vs. PC, სადაც Apple ამტკიცებს, რომ მისი ნოუთბუქები უკეთესია, ვიდრე ნოუთბუქები, რომლებიც Windows-ის სისტებით მუშაობს. ამჯერად კომპანია არა მხოლოდ კონკურენტი კომპანიების კომპიუტერებს ებრძვის, არამედ გვანახებს, რომ ახალი თაობა იმდენად კომფორტულად გრძნობს თავს iPad Pro-სთან ერთად, რომ სხვა ნივთი მათთვის არც კი არსებობს.