კომპანია „ფრეგობასი“ საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დაწყებას და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრისთვის სპეციალური ქარხნის აშენებას გეგმავს. როგორც „ფრეგობასის“დირექტორმა მურმან პატარაიამ განაცხადა ელექტროავტობუსების წარმოებისთვის ისინი გერმანულ კომპანია EURABUS-თან და უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან მემორანდუმს 23 ნოემბერს გააფორმებენ.
ელექტროავტობუსების მთავარი უპირატესობა მის 100%-ით ეკოეფექტურობაში მდგომარეობს - ახალი ავტობუსები მთლიანად ელექტროძრავზე იმუშავებს. ამას გარდა იგეგმება, როგორც საქალაქო მუნიციპალური ავტობუსების, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური კატასტროფებისგან დაცვას - “ფრეგობასის“ ელექტრო ტრანსპორტი ყველა სხვა თანამედროვე სამგზავრო საშუალებისგან განსხვავებით ზრუნავს გარემოზე, მუშაობს გამონაბოლქვის გარეშე და, შესაბამისად, არ აბინძურებს გარემოს. კომპანიის დირექტორის მურმან პატარაიას განცხადებით წინამოსამზადებელი სამოუშაოებისთვის დაახლოებით წელიწადნახევარი იქნება საჭირო, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება.