რომის პაპ ფრანცისკეს ოთხშაბათ დილით ვატიკანში გამართული ცერემონიის დროს იტალიური სუპერავტომობილი Lamborghini Huracan გადასცეს საჩუქრად. თეთრი ფერის ავტომანქანა სპეციალურად მისთვის იყო გაფორმებული ოქროსფერი ზოლებით. პაპმა დალოცა ავტომობილი, თუმცა გადაწყვიტა ეს საჩუქარი თავისთვის არ დაეტოვებინა და გასაყიდად აუქციონზე გაეტანა. შემოსული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. ავტომობილის ღირებულება 200 ათასი ევროა, Lamborghini Huracan-ს 610 ცხენის ძალა აქვს.
შემოსული თანხა ერაყში მცხოვრები ქრისტიანების, ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის მსხვერპლების და იტალიელი მოხალისეების დასახმარებლად გადაირიცხება, რომლებიც აფრიკაში ბავშვებთან და ქალებთან მუშაობენ.
გასულ წელს პაპმა პოლონეთში გამართული ვიზიტისთვის ავტომობილი შეუკვეთა, რომელიც შემდეგ სირიელი ხალხის დასახმარებლად აუქციონზე გაიტანა. 2014 წელს კი მან Harley Davidson-ის მოტოციკლი და სპეციალური ტყავის ქურთუკი გაყიდა, რათა რომში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს დახმარებოდა.
რომის პაპი Harley Davidson-ით დასაჩუქრებისას