როდესაც Hermès-ს მდიდარი ისტორიისგან შთაგონებული განსაკუთრებული აქსესუარის შექმნა სურს, მინიმუმ ამ ცნობილი ბრენდისა და Apple-ს კოლაბორაციას უნდა ელოდოთ.
Tour Rallye და Eperon d’Or მაჯის საათების შექმნის შემდეგ, Apple-თან კოლაბორაციით Hermès-მა კიდევ უფრო გაძლიერებული, ულტრა-ტრენდული მოდელი - Médor შექმნა. მაჯის საათი Rock & Roll-ის სტილშია შექმნილი - სქელი ტყავისგან 1930-იანი წლების დიზაინით შექმნილი საათი, ულტრა თანამედროვე და შედარებით ძველი მოდის შერწყმაა. საათის შეძენა 14 ნოემბრიდან hermes.com-სა და apple.com-ზე იქნება შესაძლებელი.