CarDiagram-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების ათეული წარმოადგინა. სიაში შევიდა 10 სპორტული ავტომობილი, რომელთა ღირებულებაც 2017 წლისთვის ყველაზე მაღალია. მოცემულ რეიტინგში მხოლოდ უახლესი ავტომობილები მოხვდნენ. ათეულში შევიდა სპეციალური შეკვეთით დამზადებული მოდელები და უნიკალური ავტომანქანები, რომლებიც შეზღუდული სერიით გამოუშვა ამა თუ იმ კომპანიამ.
10. Lamborghini Centenario – 1.9 მილიონი დოლარი
Lamborghini Centenario - ერთ-ერთია უნიკალურ სპორტულ მანქანებს შორის. კომპანია ამ მოდელის მიხედვით მხოლოდ 40 მანქანის გამოშვებას გეგმავს. შეზღუდული ტირაჟის მაღალი ფასითაც გამოირჩევა - 1.9 მილიონი დოლარი.
9. LaFerrari Aperta – 2.5 მილიონი დოლარი
კომპანია Ferrari არ ასასხელებს LaFerrari Aperta ზუსტ ფასს. კომპანია აცხადებს, რომ ეს ავტომობილი არის ექსკლუზიურად შექმნილი და ფასიც კლიენტის მოთხოვნების მიხედვით რეგულირდება. თუმცა მისი დაახლოებითი ფასი 2-2.5 მილიონ დოლარს შორის მერყეობს.
8. Pagani Huayra Roadster – 2.4 მილიონი დოლარი
ავტომობილის ღირებულება 2.4 მილიონი დოლარია, მიუხედავად ამისა, ყველა მოდელი უკვე გაყიდულია.
7. Ferrari J50 - 2,5 მილიონი დოლარი
კომპანიამ Ferrari ექსკლუზიური სუპერქარი 2016 წლის დეკემბერში წარმოადგინა. ავტომობილს 690 ცხენის ძალა აქვს. Ferrari J50-ის მხოლოდ ათი ექსკლუზიური მოდელის დამზადება იგეგმება, თუმცა რამდენი ეღირება თითოეული ვატომობილი ჯერ უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ფასი 2.5-3 მილიონ დოლამარდე იმერყევებს.
6. Bugatti Chiron - 2,6 მილიონი დოლარი
გსურთ შეიძინოთ Bugatti? მაშინ მოითმინეთ, რადგან კომპანიამ უკვე მიიღე 250 ავტომობილის დამზადების შეკვეთა, ეს კი დაგეგმილი ტირაჟის მხოლოდ ნახევარია. ავტომობილს 1500 ცხენის ძალა აქვს და მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფი ავტომობილების სიაში შედის.
5. Pagani Huayra BC - 2,6 მილიონი დოლარი
BC მოდფიკაცია კიდევ უფრო ძვირადღირებული და ექსკლუზიურია ვიდრე Pagani Huayra Roadster-ის. სპორტული ავტომობილი 2016 წელს წარადგინეს. მას 789 ცხენის ძალა აქვს. კომპანია Pagani მსგავსი დიზაინით მხოლოდ 20 ავტომობილს დაამზადებს.
4. Icona Vulcano Titanium - 2,8 მილიონი დოლარი
კომპანია Icona არ არის ისეთი პოპულარული როგორც Bugatti ან Pagani, ამიტომ შესაძლოა ამ ავტომობილის სესახებ საერთოდ არაფერი გსმენიათ, თუმცა 670 ცხენის ძალის მქონე ავტომობილმა მაინც მოახერხა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების სიაში მოხვედრა.
3. Aston Martin Valkyrie – 3 მილიონი დოლარი
კომპანიას ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუ რა ეღირება მისი ახალი ავტომობილი, თუმცა ცნობილი გამოცემები წერენ, რომ მისი ფასი 3 მილიონ დოლარს მიაღწევს. ავტომანქანის მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ში იქნება.
2. W Motors Lykan Hypersport – 3.4 მილიონი დოლარი
Lykan Hypersport კომპანიამ 2012 წელს წარადგინა და ის 3.4 მილიონ დოლარად შეაფასა.
1. Lamborghini Veneno Roadster – 4.5 მილიონი დოლარი
Lamborghini Veneno Roadster - მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანაა. მას 750 ცხენის ძალა აქვს. მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ-ა. მსგავსი ავტომობილი მხოლოდ 10 ცალი მოიპოვება მსოფლიოში.