საღამოობით, ფილმისა თუ სერიალის ყურებისას ქალებს მამაკაცებზე მალე ეძინებათ და ხშირად ფინალი მათთვის უცნობი რჩება. მაგრამ ქალებმა ხომ დღის განმავლობაში ამდენი რამ გააკეთეს! - ამ ფენომენს მეცნიერებმა ახსნა მოუძებნეს.
#1 ქალის ტვინი უფრო რთულადაა მოწყობილი
ქალის ტვინის ნერვული დაბოლოებები უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის. ამიტომაც ქალებს ბევრი რამის ერთად კეთებისკენ უფრო აქვთ მიდრეკილება. ამ ყველაფერს კი ისინი დიდი ენერგიის ხარჯვასთან მიჰყავთ და ძილის დროც მეტი ესაჭიროებათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები უფრო ზარმაცები არიან, უბრალოდ ქალებს ძალების აღდგენა და სრულფასოვანი ძილი 20 წუთით მეტხანს ესაჭიროებათ.
#2 ქალები გამოუძინებლობისგან უფრო იტანჯებიან
ინგლისელი ფსიქიატრის გამოკვლევებით, ქალებს უხარისხო ძილი უფრო რთულად გადააქვთ. ეს მათ დეპრესიულებად და გაღიზიანებულებად აქცევს. მამაკაცების ნერვული სისტემა ამ მხრივ უფრო მდგრადია და მსგავსად არ რეაგირებენ.
#3 ღამის ძილი ინტელექტზე მოქმედებს
მიუნხენის უნივერსიტეტის სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ 160 მოზრდილი ადამიანის ძილის მდგომარეობა გაანალიზეს, რათა გაეგოთ როგორ მოქმედებს ის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. აღმოჩნდა, რომ ძილის ნელი ფაზა რაც უფრო ხანგრძლივი იყო, IQ-ს უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ქალებს. კაცების ბუნება კი ამ სტრუქტურას არ მისდევდა. იმისთვის, რომ უკეთ ვიაზროვნოთ, ძილი მნიშვნელოვან IQ რიტუალად უნდა ვაქციოთ.