უკვე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საყვარელი სიტკომი დასრულდა, და უფრო დიდი დრო მას შემდეგ, რაც დაიწყო. 1994 წელს ტელეკრანებზე 6 ახლო მეგობარი გამოჩნდა, რომელთა ცხოვრებისეულმა სიტუაციებმაც მთელი მსოფლიოს მაყურებელთა გული მოიგო. ბევრი შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ რამ გახადა შოუ ასეთი პოპულარული, თუმცა ფაქტია შემოსავლებმა იმდენს მიაღწია, რომ მსახიობებს კოლოსალური ჰონორარები ერგოთ.
#1 ჯენიფერ ენისტონი
შეიძლება ითქვას, რომ ჯენიფერი განსაკუთრებულად სწორედ ამ სერიალიდან უყვართ. მას შემდეგ, "ოქროს გლობუსის" მფლობელი მსახიობი ბევრ ფილმში თამაშობს. მათ შორისაა კომედიები: Horrible Bosses, Mother’s Day, Office Christmas Party, და He’s Just Not That Into You. ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ, ლამაზმანმა საკუთარი იდეალური მეორე ნახევარი იპოვნა: ჯასტინ ტერუ და მასზე დაქორწინდა კიდეც. ახლა რიზ უიზერსპუნთან ერთად სერიალზე მუშაობს.
#2 კოულ სპროუსი
გახსოვთ როსის ბიჭუნა, პატარა ბენი? ის ახლა 25 წლისაა და სერიალ Riverdale-ის ვარსკვლავია. ინსტაგრამზე კი სხვადასხვა საკითხზე ღიად საუბრობს.
#3 კორტნი კოქსი
მონიკას და ჩენდლერის სიყვარულის ისტორიაზე ბევრმა იტირა და მათი ბედნიერი დასასრულიც ბევრს გაუხარდა. "მეგობრების" დამთავრების შემდეგ, სერიალ "მტაცებელთა ქალაქში" წავიდა, რის შემდეგაც ბევრ სხვა სერიალში მიიღო მონაწილეობა. ის გამოჩნდა "კივილის" მეოთხე ფილმში. კორტნიმ ენისტონის მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა მასთან ახლო მეგობრობას დღემდე ინარჩუნებს. ბოლოს მისი მონაწილეობით ფილმი "დედები და ქალიშვილები" გამოვიდა.
#4 მეთიუ პერი
მხიარული მეგობარი, რომელიც ცოლად საუკეთესო მეგობარს ირთავს - ჩენდლერი ყველას სასიამოვნო განწყობაზე აყენებდა. სრიალის დამთავრების შემდეგ, ჰოლივუდში ისეთ ადამიანებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან ბრიუს უილისი და სელმა ჰაიეკი. მას ასევე რამდენიმე სერიალში ხვდა წარმატება, მათ შორის: Go On, The Good Wife, და The Odd Couple. ალკოჰოლზე დამოკიდებულებას დიდხანს ებრძოდა, რაც მის წონაზეც აისახა. ახლა, სრულიად გამოჯანმრთელებულია და ეხმარება მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს.
#5 ლიზა კუდროუ
ყველაზე უცნაური პერსონაჟი, რომელიც საკუთარი ბუნებრიობით შთაგვაგონებდა - ფიბი ყოველთვის იქ იყო, სადაც მეგობრებს მისი დახმარება სჭირდებოდათ. კინოსამყაროში მისი მოღვაწეობა რამდენიმე ფილმში გამოჩენით შემოიფარგლება. რეალურ ცხოვრებაში უფრო მეტად ოჯახზე იყო ორიენტირებული, ცოლად სარეკლამო აგენტს, მაიკლ შტერნს გაჰყვა და მასთან ვაჟიშვილი ჰყავს.
#6 მეტ ლებლანკი
ქალების გულთამპყრობელი ჯოუი საბოლოოდ მეწყვილის გარეშე რჩება. "მეგობრების" შემდეგ, მსახიობმა სერიალ Joey-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი პერსონაჟის ცხოვრების გაგრძელებას წარმოადგენდა. 2012 წელს, სერიალისთვის Episodes, "ოქროს გლობუსი მოიპოვა. ყოფილ ცოლთან, მელისა მაკნაითთან ერთი შვილი ჰყავს.
#7 დევიდ შვიმერი
როსის და რეიჩელის ურთიერთობას ყველა აღტაცებით გულშემატკივრობდა. ყველა ხვდებოდა, რომ ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთისთვის იყო შექმნილი. დევიდს მისი კოლეგების მსგავსი წარმატება ამ ინდუსტრიაში არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე ფილმში ითამაშა. მსახიობი ამ წელს, 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ცოლს დაშორდა.
#8 მეგი ვილერი
სხვებისგან განსხვავებით, ეს პერსონაჟი ყველას სძულდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიცილს იწყებდა. მეგიმ ბევრ სერიალში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით "არჩერი" გამოირჩევა.