კანი ადამიანის ყველაზე სათუთი ნაწილია და თუ ის სუფთაა და ბრწყინავს, ესეიგი ყველაფერი კარგადაა! წარმოგიდგენთ დერმატოლოგების რეკომენდაციებს კანის ახალგაზრდულობის შესანარჩუნებლად.
#1 ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი
ბევრი სპეციალისტი გვარწმუნებს, რომ პრობლემებს მაშინვე უნდა მივხედოთ, როცა ისინი თავს იჩენს. ზოგიერთი პრობლემა 30 წლის ასაკშია აღმოსაფხვრელი და არა 40-ის, როცა ფესვები უკვე ღრმად ექნება გადგმული.
#2 კანზე მოქმედებს კვება
ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე თუ შოკოლადი - როცა სახეზე რაიმე უცნაური გაჩნდება, უნდა დაფიქრდე რომელი საკვების დიდი რაოდენობით მიღებამ იმოქმედა.
#3 არ დააზიანო კანი
ადამიანი, რომელიც წლობით მაკიაჟის მოშორების გარეშე იძინებს, ერთ დღესაც სახეზე სასტიკი აკნეთი გაიღვიძებს.
#4 ნუ ეხებით სახეს!
ბევრ ადამიანს აქვს ისეთი ჩვევა, რომელსაც ვერ ამჩნევენ: ეხებიან სახის კანს და აღიზიანებენ მას. ამ ქმედებამ შესაძლოა იარები გააჩინოს, რომელიც დიდხანს არ გაქრება, რადგანაც ბაქტერიები ხელიდან სახეზე ადვილად გადადიან.
#5 სწორად მოუარეთ
დღისით დაცვა სჭირდება, ღამით აღდგენა. დილის კრემი ანტიოქსიდანტებს უნდა შეიცავდეს, ღამის კი პეპტიდებსა და რეთინოლს.
#6 დაიცავი კანი მზისგან
ულტრაიისფერი სხივები უარყოფითად მოქმედებს კანზე. შესაბამისად მუქი სათვალეები ატარეთ ისეთ ამინდსა და ადგილებშიც, სადაც მზეა.
#7 მაკიაჟის სწორი შემადგენლობა შეარჩიეთ