მომენტი როცა ცუდი ხასიათი პერმანენტულ ხასიათს იღებს და ნერვულ დაავადებებს იწვევს, არც ისე მარტივი გადასალახია. ამ დროს გარშემომყოფები როგორც წესი, გვეუბნებიან: „თავი ხელში აიყვანე“, ან „ყველაფერი გულთან ახლოს ნუ მიგაქვს“.... თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად საკუთარ სისუსტეებზე სხვების დამოკიდებულების გვეშინია, ამიტომაც თავს ვარწმუნებთ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, სინამდვილეში კი მოდუნება გვჭირდება. ყველაფერს ის ართულებს, რომ ხშირად რამის შეცვლა თავად არ გვსურს. დააკვირდით მიზეზებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ რაიმე იღონეთ.
#1 ძილის უკმარისობა
ღამეში 4 საათზე ნაკლები გძინავთ ან საერთოდ აღარ იძინებთ? მოახლოებული ღამეები კოშმარად გექცევათ, რადგანაც სიმშვიდეს ვერ პოულობთ. ძილის უკმარისობა პირველი მიზეზია, რომ ექიმს მივაკითხოთ. თუ დაძინებას საფიქრალის გამო ვერ ახერხებთ, მაშინ ნერვულ სისტემაში რაღაც მწყობრად არ გაქვთ.
#2 უმადობა
ძილთან ერთად იკარგება მადიანობაც: საჭმლის დანახვისას გული არ გერევათ, თუმცა არც ყელში გადაგდით ლუკმა. ამგვარი დიეტა შესაძლოა 1-2 დღეს გაგრძელდეს, თუმცა ორგანიზმი ჩვეულებრივ რაციონს უნდა დაუბრუნდეს. გაგრძელებული უმადობა მოახლოებული დეპრესიის მიზეზია.
#3 ცრემლიანობა
ქალები მამაკაცებზე ხშირად ტირიან, თუმცა როდესაც თვალები დღეში ერთხელ მაინც გიცრემლიანდებათ, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. გულის ასაჩუყებლად ყველანაირი მიზეზი კმარა: ლაქის გაფუჭება, გაციებული ყავა, მეგობართან შეხვედრის გაუთვალისწინებელი ჩაშლა და აშ.
#4 სურვილის არქონა
აღარ გსურთ მაღაზიებში სიარული, საყვარელი სერიალის ყურება, მაკიაჟს წასმა, ვინმეს ნახვა... უბრალოდ ყველანაირი ქმედების სურვილი გიქრებათ - მუდამ მარტო ყოფნის სურვილი დეპრესიასთან გაახლოვებთ.
#5 ალკოჰოლი
უკეთ ხდებით, თუ ღვინოს ან კოქტეილს იღებთ, თუმცა როცა სასმლით სავსე ჭიქა ყოველი დღის ტრადიცია ხდება, დასაფიქრებელი მიზეზი გეძლევათ. აქ საქმე ალკოჰოლიზმს არ ეხება, თავად მიზეზი შველას მოითხოვს.
#6 დაძაბული მდგომარეობა
თუ ფიქრები არც ღამით გასვენებთ და ერთი და იგივე იდეა მოსვენებას არ გაძლევთ, ყველანაირი სიხარული ჩაგშხმდებათ. დილით, თვალის გახელისას გაიხსენეთ რაშია პრობლემა და დაიწყეთ ყველაფერი ახლიდან.
#7 აპათია
არ გსურთ, რომ საწოლიდან ადგეთ? მაშინ ავადმყოფობის გზას ადგახართ. რამდენიმე კვირაში ნორმალურად მოგეჩვენებათ მუდამ წოლა და კედლების ყურება.
დეპრესია მნიშვნელოვანი დაავადებაა, რომელსაც უნდა გაექცეთ, ამისთვის კი ორგანიზმს უნდა უსმინოთ.