პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გახდა. მსახიობის გულშემატკივრები მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად დარდობენ და აინტერესებთ რატომ აგრძელებს 6 შვილის დედა კილოგრამების დაკლებას. ჯოლი საკუთარი ფიგურის შესახებ კომენტარებს არ აკეთებს. ვარსკვლავი გვარწმუნებს, რომ საკუთარ სხეულთან ჰარმონიაშია და დიეტებს არ იცავს, მისი წონა კი დატვირთული გრაფიკის შედეგია. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ "ლარა კროფტი" და By the Sea-ის პერსონაჟი ერთმანეთისგან შესამჩნევად განსხვავდება. მრგვალი სახე და ფორმები გამოკვეთილმა ლავიწებმა შეცვალა.
ახლა მსახიობი 47 კილოს იწონის და სიმაღლეში 170 სანტიმეტრია. 2001 წელს, "ლარა კროფტის" გადაღებებისას ის 65 კილოგრამს იწონიდა. წონას ლამაზმანი ეფექტურად იცვლის, რასაც თავის ფილმებით გვარწმუნებს: 1998 წელს, ფილმისთვის "ჯია" წონა საგრძნობლად მოიმატა, 1 წლის შემდეგ კი ფილმში "შეწყვეტილი ცხოვრება" ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი გაითამაშა და საკმაოდ გახდა. მის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ანჯელინამ 25 წლის ასაკში "ოსკარი" დაიმსახურა.
რაციონი
2014 წელს, ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ მისი რაციონი ხორბლეულისგან შედგებოდა. ჯოლიმ დაამატა, რომ ასეთი კვება არამხოლოდ ფორმაში ყოფნისთვის, არამედ კანის გაუმჯობესებისთვის ეხმარება. საუბრობდნენ, რომ ჯოლი ძალიან პატარა პორციებს ჭამდა და მისი რაციონის კალორიულობა 600-ს არ არემატებოდა. მისი პერსონალის განცხადებით, მსახიობი ნორმალურად არც საუზმობდა და არც ვახშმობდა.
თავის დროზე, ბრედ პიტის ფსიქოანალიტიკოსი, ჰოლივუდის ფსიქოლოგი რონ ბრედი აცხადებდა, რომ ბრედი ცოლის სიგამხდრის შესახებ დარდობდა. თერაპერვტი ხსნიდა, რომ ჯოლიმ წონა ნერვული შეტევების გამო დაკარგა. "ამდროს ანჯელინას შეეძლო ოთახში რამდენიმე დღე ჩაკეტილიყო და არაფერი ეჭამა." -ამბობდა ექიმი.ქმართან დაშორებამ ჰოლივუდის ლამაზმანს უფრო დიდი სტრესი შემატა.
ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ჯოლი ჭამისას პირველად დააფიქსირეს.
ახლახან, ანჯელინა კალიფორნიის სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და მათ თავისი ფილმი First They Killed My Father აჩვენა. მას ანორექსიის სიმტომებს უფრო და უფრო ხშირად ატყობენ.