რატომ ვერ ვაკონტროლებთ მადას, როცა გამოძინებულები არ ვართ? ყველასთვის ნაცნობია, რომ ძილის ნაკლებობა ჯანმრთელობაზე ცუდად ისახება.
რას ამბობენ მეცნიერები
უკანასკნელმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც გამოძინება აკლიათ, მეორე დღეს საშუალოდ 400 კალორიით მეტს ჭამენ. თუ ადამიანი სრულფასოვან ძილს ვერ ახერხებს, კალორიები წონის მატებისკენ მიემართებიან. ექსპერიმენტის გამოუძინებელი მონაწილეები უპირატესობას მაღალცხიმიან საკვებს ანიჭებდნენ.
ძილის უკმარისობა ჭამის გადაჭარბებში გადადის
ექსპერტები უძილო ღამის შემდეგ მოჭარბებულ მადიანობას იმ ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ, რომლებიც შიმშილიანობაზე აგებენ პასუხს. თუ ორგანიზმა ღამის განმავლობაში აღდგენა ვერ მოასწრო, მეორე დღეს, კალორიული, თუმცა არც ისე სასარგებლო საკვები გაცილებით მიმზიდველი ჩანს, ვიდრე სხვა დროს.
როგორ ვიკვებოთ თუ ვერ გამოვიძინეთ
წარმოგიდგენთ მენიუს, მათთვის, ვინც 7-9 საათითაც კი ვერ ახერხებს დაძინებას და ამასთან ერთად, ფორმაში ყოფნაც სურს.
-ყავისფერი ბრინჯი, კინოა და შვრიის ფაფა
-კაკალი, ავოკადო, შემწვარი თევზი, მცენარეული ზეთი
-ბალანსირებული საკვები: დიეტური ხრაშუნა პური, ინდაურის და ავოკადოს ტოსტი, ორაგული ბოსტნეულით.
ექსპერტები ასევე გვირჩევენ არ ვთქვათ უარი სხვა პატარ-პატარა სურვილებზე: შეიძლება მიირთვათ შოკოლადის პატარა ფილა ან 1 ნაჭერი ნამცხვარი. ეს სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.