ემილია კლარკი ცოტა ხნის წინ 31 წლის გახდა. მსახიობი ისევე იპყრობს გულშემატკივრების გულს, როგორც "დრაკონების დედა" სამყაროს. საინტერესოა როგორ შეიცვალა ლამაზმანის გარეგნობა უკანასკნელი 10 წლის მანძილზე:
ეკრანის მომავალმა ვარსკვლავმა გარეგნობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ეს დედამისის დამსახურებაა, რომელიც კლარკს სწორი კოსმეტიკის გამოყენებას ასწავლიდა. "დედამ მაკიაჟის გაკეთება 13 წლის ასაკში მასწავლა."- აცხადებს მსახიობი.
2011 წელი
წითელი ტუჩსაცხის მიუხედავად, კლარკის წითელ ხალიჩაზე პირველი გამოჩენა მაინც მოკრძალებული აღმოჩნდა.
მსახიობის ნატურალური თმის ფერი წაბლისფერია, თუმცა გულშემატკივრები მას თეთრი თმით შეეჩვივნენ.
2012
ამ წლიდან ვიზაჟისტმა კლარკს სილამაზეზე სწორი აქცენტის გაკეთება ასწავლა. მსახიობმა ნეიტრალური მაკიაჟის და რომანტიკული ვარცხნილობების ტარება დაიწყო.
2013
ამ წელს, მსახიობს ანევრიზმის შეტევა ჰქონდა, თუმცა სამუშაოს მალევე დაუბრუნდა. წვეულებებისთვის smokey eyes იყენებდა და ხორცისფერ ტუჩსაცხს უხამებდა.
2014
ამ წლიდან ემილიამ მოკლე ვარცხნილობას მიმართა. "როცა გადაღებებზე პარიკს ვირგებ, მუდამ თმის შეღებვაზე ვფიქრობ, მაგრამ გადაღებების შემდეგ ეს ფიქრები მიქრება. რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ ქერა თმა უფრო მომიხდებოდა".
2015
ამ წელს, Esquire-ის ვერსიით ემილია ყველაზე სექსუალური გოგონა გახდა.
2016
2017
როგორც იქნა, ლამაზმანმა სურვილი აისრულა და საკუთარ საკულტო პერსონაჟს დაემსგავსა: "ემილია, გაიცანი დრაკონების დედა"-განაცხადა მსახიობმა ფოტოს დადებისას.