ვარსკვლავების უმეტესობა შესაშური სხეულის ფორმებით გამოირჩევა: ზოგიერთ მათანს გენები წყალობს, ზოგს კი ამის მისაღწევად დიდი შრომა სჭირდება. მათ დიეტოლოგები და მწვრთნელები ეხმარებიან, რომლებმაც პროფესიონალური ხრიკები იციან. წარმოგიდგენთ სპეციალისტების იმ საიდუმლოებებს, რომელსაც სახლის პირობებში დაიცავთ.
#8 შეადგინეთ ვარჯიშის და კვების განრიგი
უკეთესია კვების გარკვეულ გრაფიკს მიჰყვეთ, ვიდრე თავი დიეტებით დაიტანჯოთ. ვახშამის დადგომამდე გადაწყვიტეთ რა პროდუქტებს აირჩევთ: სახამებლით მდიდარს თუ ცილოვანს. თუ ქათამი გსურთ, მას ბროკოლი შეუხამეთ და არა კარტოფილი.
ზაკ გალიფიანაკისმა კილოგრამებთან ბრძოლაში არაჩვეულებრივი შედეგი გვაჩვენა. არტისტს ალკოჰოლზე და სწრაფ კვებაზე უარის თქმა მოუწია. ზაკი ბევრს დადის ფეხით.
#9 ინტენსიური ვარჯიშები
დიდი ინტენსივობით ვარჯიში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. პულსის გასაუმჯობესებლად ყველაზე მარტივი ვარჯიშებია ერთწუთიანი სირბილი სარბენ ბილიკზე, ადგილზე სახტუნაოთი ხტუნვა და აშ.
კრის ჰემსვორტი თორის როლისთვის ნახევარი წელი ემზადებოდა. იდეალური ფორმის მისაღებად მან ცილოვანი დიეტა (თევზი, ქათამი, კვერცხი) დაიცვა და პროტეინის კოქტეილები მიიღო.
#10 სულ არაფრის კეთებას, 15 წუთიანი ვარჯიშები ამჯობინეთ
თუ ვარჯიშის დრო არ გაქვთ, მას 15 წუთი მაინც დაუთმეთ. ვარჯიშამდე ნახევარი ლიტრი უგაზო წყალი დალიეთ და არ გამოტოვოთ საუზმე, რადგანაც ის დღის განმავლობაში ყველაზე კალორიული საკვები უნდა იყოს.
კელი ოზბორნმა დასაკლებად მაკარონზე, თეთრ პურზე და შაქარზე თქვა უარი. რეგულარულმა ვარჯიშებმა სასურველი სხეულის ფორმები შეუქმნა.
#11 მეტი პროტეინული პროდუქტი
ქალმა დღეში 25 გრამი პროტეინი, კაცმა კი 38 გრამი უნდა მიიღოს.
აიშვარია რაიმ ორსულობის შემდეგ, ფორმის დაბრუნება უხორცო დიეტით შეძლო. ის მხოლოდ თევზს, ბოსტნეულს, ხილს და ბრინჯს ჭამდა.
#12 ჯანსაღი სწრაფი კვება
დღეს, გვაქვს შესაძლებლობა სწრაფი კვების პროდუქტი ხარისხიანად მოვამზადოთ. ამისთვის ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული გვჭირდება.
ადელის ფიგურა ვარჯიშის გარდა სწორ კვებასაც მოიცავს: მომღერალი შემწვარ, ცხიმიან და შაქრის შემცველ პროდუქტებს არ ჭამს.
#13 დაკავდით ტანვარჯიშით საწოლიდან ადგომის გარეშე
იწექით ზურგზე, ღრმად ისუნთქეთ და კუნთები გაახურეთ. ისროლეთ ფეხები სადამდეც შეგიძლიათ.
ჯანეტ ჯექსონი კვირაში 5 დღე ვარჯიშს 45 წუთს უთმობს, ის დიეტების მოყვარული არაა და უბრალოდ ჯანსაღ კვებას მისდევს.
#14 არ ენდოთ დაბალცხიმიან საკვებს
საკვები, რომელსაც ცხიმი საერთოდ არ აქვს, რაციონიდან ამოიღეთ. ასეთი საკვები ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე.
რენე ზელვეგერს "ბრიჯი ჯონსის დღიურების" შემდეგ, წონის დაკლება არც თუ ისე მარტივად გამოუვიდა: მან ყურადღება ცილებზე გაამახვილა. დღეში 2 ლიტრ წყალს სვამდა, დარბოდა, ცურაობდა და ველოსიპედით დადიოდა.