ახალმა კვლევამ ნათელი გახადა, რომ შვილებს ინტელექტი დედისგან უფრო გადაეცემათ, ვიდრე მამისგან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ინტელექტის გენი X ქრომოსომაშია განთავსებული, რომელიც ქალებს ორი აქვთ, მამაკაცებს კი ერთი. ეს კი ნათელს ხდის, რომ ქალს უფრო მეტად შეუძლია ამის გადაცემა. ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მამისგან გადაცემული შემეცნებითი ფუნქციის გენი ავტომატურად ითიშება შვილის სხეულში.
მკვლევარები 1994 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდებში გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებდნენ და მათი რაოდენობა 12000-ს უახლოვდებოდა. ძირითად შემთხვევაში ინტელექტი მათი დედის IQ-დან მომდინარეობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გენები მხოლოდ 40-60 % ინტელექტზე არიან პასუხისმგებელნი, დანარჩენი გარემო პირობებზეა დამოკიდებული.