თანამედროვე ეპოქაში 90-იანებს ხშირად ვიხსენებთ მისი გადარეული მოდით თუ ტრენდებით. მაგრამ ფაქტია, ყველაფერი კლასიკა გახდა. სწორედ 90-იანების ეპოქა ითვლება ყველაზე ლამაზი ქალების პერიოდად. ვნახოთ როგორ შეიცვალნენ ლამაზმანები და როგორ გამოიყურებიან ახლა ის ქალბატონები, რომლებსაც მაშინ სილამაზის კერპებად თვლიდნენ:
#1 ჯულია რობერსტი
90-იანების მთავარი ფილმის "ლამაზმანის" გმირი ბევრი მამაკაცისთვის ერთი ნახვით შეყვარება გახდა. ფილმის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მსახიობმა "პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონის" წოდება პირველად მოიპოვა. ახლახან, 6 წლის შემდეგ ეს მეხუთედ განმეორდა!
#2 დემი მური
1990 წელს, ეკრანებზე ფილმი Ghost გამოვიდა და მილიონობით მამაკაცმა დემი მურზე ჭკუა დაკარგა. მოკლეთმიანი შავგვრემანი ქალბატონი თაობის სექს-სიმბოლო გახდა. 27 წლის განმავლობაში ლამაზმანი მნიშვნელოვნად იცვლებოდა: მიმართავდა ექსპერიმენტებს, იკეთებდა ოპერაციებს... ახლა დემი 54 წლისაა.
#3 შერონ სტოუნი
1992 წელს ეკრანებზე ეროტიკული დრამა Basic Instinct გამოვიდა და მსოფლიომ შერონ სტოუნი ძალიან შეიყვარა. ლამაზმანს პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს არ მიუმართავს: რეგულარული ვარჯიშები, სწორი კვება და კანის მოვლა: შერონი თავის ასაკზე უკეთ გამოიყურება.
#4 კლაუდია შიფერი
90-იანების მთავარი სუპერმოდელი, რომლისგანაც დაიწყო ცნება "90-60-90". კლაუდია ჟურნალების გარეკნებზე დაახლოებით 900-ჯერ მოხვდა და ამ რეკორდის გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ახლა კლაუდია 46 წლისაა და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. თავის წარმატების სიმბოლოდ სპორტს და სწორ კვებას ასახელებს.
#5 სინდი კროუფორდი
კლაუდიას შემდეგ, ტოპ-მოდელებში სინდი იკავებს ადგილს. მისი ფიგურა ეტალონად ითვლება, ხოლო მის ვიდეო ვარჯიშებს მილიონობით ადამიანი ნახულობს. ახლა სინდი 51 წლისაა. მისი ახალგაზრდულობის საიდუმლო რეგულარულ ვარჯიშში, ბალანსირებულ რაციონში დაცხოვრების მიმართ ოპტიმისტურ დამოკიდებულებაშია.
#6 ნაომი კემპბელი
ნაომი პირველი ფერადკანიანი მოდელია, რომელიც Vogue-ს გარეკანზე გამოჩნდა. "შავ პანტერას" არამხოლოდ კანის ფერის, არამედ პლასტიკის და პოდიუმზე სიარულის მანერის გამოც ეძახდნენ. მშფოთვარე ცხოვრება მის გარეგნობაზე არ ასახულა, ის დღემდე ბრწყინვალედ გამოიყურება.
#7 ლინდა ევანგელისტა
ლინდა სხვა სუპერმოდელებს არ ჰგავდა და სწორედ ეს განსხვავებული იმიჯი გახდა მისი მთავარი კოზირი: მწვანე თვალები, არწივისებრი ცხვირი და დაუსრულებლად გრძელი ფეხები. ლინდას მილიონობით გულშემატკივარი ჰყავდა. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა: ოპერაციების კვალი, ზედმეტი წონა...
#8 ქეით მოსი
ქეით მოსმა კლაუდია, სინდი და ნაომი შეცვალა. უჩვეულო და საოცრად ქარიზმატული - პოდიუმი ახალ ვარსკვლავს შეეგება. ქეითს ანორექსიაში, ალკოჰოლის და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ გოგონას ეს ხელს არ უშლიდა მილიონიან კონტრაქტებზე ხელი მოეწერა. ახლა 43 წლისაა და კვლავ აკრიტიკებენ. თუმცა, მოდის სამყარო ამ განუმეორებელ ვარსკვლავს მუდამ აფასებს.