ტუჩებთან კანის არასასურველ მდგომარეობაზე აქედანვე უნდა ვიზრუნოთ, სანამ ზამთრის სუსხი შეგვეხება. წელიწადის ცივ პერიოდში ტუჩების გაშრობის რისკი დიდია, თუმცა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება შეგვიძლია.
1. დალიეთ და ჭამეთ სწორად
ყველამ მშვენივრად იცის, რამდენად სასარგებლოა წყლის დალევა. ერთი ჭიქა წყალი მომენტალურად გაგიუმჯობესებთ განწყობას. რაც შეეხება საკვებს, თუ ტუჩები უკვე გაგიხმათ, მაშინ ცხარე ხორცისგან და გრეიფრუტისგან თავი უნდა შეიკავოთ. სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება, ტუჩებს გამაღიზიანებელი ფაქტორები ავნებს.
#2 არ დაისველოთ ტუჩები
ნერწყვი იმ ფერმენტს შეიცავს, რომელიც საკვების მონელების პროცესის პირველ ეტაპს იწყებს. ის ფუნქციები, რაც მას პირის აპარატში აქვს, ტუჩების ნაზ კანზე არასახარბიელოდ იმოქმედებს. კიდევ ერთი ტაბუ: არასდროს არ იკბინოთ. როცა ტუჩებზე ზედმეტი ქსოვილი იჩენს თავს, ხშირად მას კბილებით იშორებენ, რაც სასტიკად აკრძალულია. პირველ რიგში, რეგენერაცია ნელი და მტკივნეულია, ხოლო მეორე რიგში ინფექციის გამომწვევი შესაძლოა გახდეს.
#3 დაიცავით ისინი
ზაფხულში, სანაპიროზე, ტანს მზისგან დამცავი ლოსიონით ფარავთ, ზამთარში, ქუჩაში გამოსვლისას კი ხელებს ჯიბეებში იყოფთ - ტუჩებს არანაკლები ყურადღება სჭირდება. სიცივეში ისინი კაშნეში უნდა დამალოთ.
#4 მოძებეთ იდეალური ბალზამი
სასარგებლო ბალზამი ვაზელინს, დიმეტიკონს და ჰიალურონის მჟავას შეიცავს. გაითვალისწინეთ თქვენი ალერგიულობაც გარკეულ პროდუქტებზე.
#5 გამოიყენეთ ბალზამი დილიდან საღამომდე
ბალზამი თქვენს ტუჩებზე დღეში 6-8 ჯერ უნდა მოხვდეს. ამიტომაც, ის თქვენს ხელჩანთაში უნდა იყოს.