სანამ ჩვენი გონება კაშნეების და კარდიგანების არჩევითაა დატვირთული, მსოფლიო ვიზაჟისტებმა ახალი სეზონის ყველაზე ეეფქტური სილამაზის ხერხები წარმოადგინეს, რომელიც მომავალ გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდიდან არ გადავა:
#1 კანი
მთავარი სილამაზის ტრენდი ბუნებრიობაა. კანი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მასზე არაფერია დატანილი. იდეალური ტონალობა და მსუბუქი განათება ყველა ვიზაჟისტის ფავორიტი ტენდეციაა.
#2 ლოყები
ახალი სეზონი სახის ბუნებრივ ფორმებს გთავაზობთ. ვიზაჟისტები ჩრდილების ექსპერიმენტებს ატარებენ: "ვალენტინომ" ვარდისფერი აარჩია, "შანელმა" წითელი...
#3 "კატის თვალები"
ტრადიციულად ამ ვარიანტს ზამთარში იყენებენ, თუმცა ამ გაზაფხულზე მის განახლებულ ვერსიას შევაფასებთ. მარტივი და ჰაეროვანი "კატისებრი თვალები" საერთოდ არაა რთული შესასრულებლად.
#4 ბრწყინვალება
ბოლო კვირეულების მაგალითზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ სეზონზე ნამდვილად ვიბრწყინებთ.
შესაძლოა ისინი ტუჩებზეც გავრცელდეს
#5 კენკრისფერი ტუჩები
ზაფხულში ტუჩები წითელი იქნება, ტონალობები კენკრისფერი. Dolce & Gabbana-ს შოუზე ისეთი პალიტრა ვნახეთ, რაც ყველა ქალბატონს მოუხდება. Max Mara-მ ალისფერი გამოიყენა, მათთვისაც ვისაც თავის წარმოჩენა უნდა.
#6 უცნაური წამწამები
ბევრმა ბრენდმა წამწამები უყურადღებოდა დატოვა, სხვებმა კი ის მკვეთრად გამოხატეს.
#7 ლაინერის ორიგინალური ხაზი
ახალ სეზონზე თვალის შეღებვა ისე შეგიძლიათ, როგორც მოგესურვებათ.
#8 ძალიან ღია თვალები
"ელექტრო-პოპის" სტილი ზაფხულის განწყობაზე გვაყენებს. მოდის ცნობილი ბრენდები ამ თამამ ტრენდს აქტიურად გთავაზობენ.