კოსმეტოლოგ შანი დარდენს ისეთი ლამაზმანები ანდობენ სახეს, როგორებიც არიან: ემილი რატაკოვსკი, კრისი ტეიგენი, როზი ჰანტინგტონი, ჯესიკა ალბა და სხვები... ამასთან, დერმატოლოგს კოსმეტიკის საკუთარი ხაზიც აქვს, რომელიც ჰოლივუდში ყველას უყვარს. ამჟამად დარდენი სახის კანის მოვლის საშემოდგომო რჩევებს გვიზიარებს.
#1 კანი შრატით უნდა დავატენიანოთ
"მათ, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვს, შეუძლიათ ცხიმიანი კრემი გამოიყენონ. სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით კი პრობლემური კანისთვის, ეს მეთოდი არ გამოდგება. არ ვარ ზეთების ფანი, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ანთებას იწვევს. ჩემი რჩევაა: თავდაპირველად კანზე რძის შრატი ან ალოე ვერას გელი დაიდეთ, შემდეგ კი უცხიმო კრემი. ამ ორი მასალით ეფექტურ დატენიანებას მიიღებთ.
#2 არ დაივიწყოთ პილინგის შესახებ...
არცერთი საშუალება არ დაატენიანებს კანს ეფექტურად, თუ მკვდარ უჯრედებს არ გავანადგურებთ. პილინგი კვირაში 2-3 ჯერ გაიკეთეთ, რის შემდეგადაც დამატენიანებელი ნიღაბი გაიკეთეთ.
#3 მაგრამ ამან ძალიანაც არ გაგიტაცოთ
როცა რაღაც სწორად არ გააკეთეთ, კანი აქერცვლას დაიწყებს. ამ შემთხვევაში დამატენიანებელი საშუალებები გამოიყენეთ და დროებით პილინგი გადადეთ. მათი გამოყენების სიხშირე უნდა შეამციროთ.
#4 იყიდეთ ჰაერის დამატენიანებელი
დადგით ის საძინებელში და შეამჩნევთ, რომ კანი უკეთესობისკენ გაუმჯობესდება. შემოდგომაზე და ზამთარში დამატენიანებელი აუცილებელია.
#5 განაახლეთ კოსმეტიკა
იყიდეთ ტუჩის ბალზამი და კრემი თვალების გარშემო წასასმელად. მათ წელიწადის ცივ დროს სპეციალური მოვლა სჭირდებათ.