ჯანმრთელობა, მხნეობა, ენერგიულობა! - ეს არის კლინიკა „სიმეტრიის“ ლოზუნგი, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებისეულ მისწრაფებას წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში ხერხემლის პრობლემები კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ცნობილი მოდელები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პრევენციის სხვადასხვა ხერხებს ხშირად მიმართავენ და ჯანსაღი ცხოვრების მოტივაციას აქტიურად გვაძლევენ.
უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ამერიკაში და უკვე საქართველოში - წარმატებული კლინიკა „სიმეტრია“ იმ სამკურნალო პროცედურებს გვთავაზობს, რომელიც დღევანდელი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ყველასთვის აუცილებელ ცხოვრების წესად უნდა იყოს ქცეული.
19-20-21 ოქტომბერს თბილისს ცნობილი სპეციალისტი და სამკურნალო კლინიკათა ქსელის „სიმეტრიის“ მთავარი ექიმი ვალერი პავლენკო ესტუმრება. იგი პროფესიულ კონსულტაციებს ჩაატარებს. პროფესიით სპორტული მედიცინის ექიმი ამ სფეროში 2009 წლიდან მუშაობს. ჰყავს ძალიან ბევრი ცნობილი პაციენტი, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსი და უკრაინელი მსახიობები და ა.შ. მისი შემუშავებულია ახალი მეთოდი ბიომექანოთერაპია, რომელსაც კლინიკა აქტიურად იყენებს.
დეტალური ინფორმაციისთვის კლინიკა “სიმეტრიის” მკურნალ ექიმ-ნევროლოგს, მაკა ხაჩიძეს გავესაუბრეთ:
"კლინიკა „სიმეტრია“ ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს მკურნალობს. 21-ე საუკუნის ადამიანების ცხოვრების წესიდან გამომდინარე ძალიან ხშირია სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი და პროტრუზია, სახსრების ტკივილები, ართრიტები და ართროზები - სწორედ ამ დაავადებებს მკურნალობს კლინიკა „სიმეტრია“. მეთოდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველანაირი მედიკამენტოზური მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე ვხსნით ქსოვილების შეშუპებასა და კუნთების სპაზმს, ვამცირებთ ტკივილის ინტენსივობას და ვაუმჯობესებთ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.
მკურნალობის მეთოდი დაფუძნებულია ბიომექანოთერაპიაზე, რაც წარმოდგენილია სამკურნალო ფიზიკურ დატვირთვებით. ვარჯიშები ხორციელდება თანამედროვე, მოდიფიცირებულ ცანდერის დანადგარზე, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სწორედ ამ პროცედურისთვის. მისი პრინციპი დავინჩის „ვიტრუვიანელი ადამიანის“ გამოსახულების პროპორციულობის დაცვას ემყარება. თითოეულ პაციენტს კონსულტაციას უწევს ექიმი ნევროლოგი. თავდაპირველად ხდება ანამნეზის შეკრება, დიაგნოსტიკური გამოკვლევების განხილვა, მიოფასციალური დიაგნოსტიკა და საბოლოოდ მკურნალი ექიმი სვამს დიაგნოზს, ადგენს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურ პროგრამას და იწყება მკურნალობის პროცესი. კურსი მოიცავს როგორც ფიზიკურ დატვირთვებს, ასევე სამკურნალო მასაჟს. მკურნალობის პროცესს მეთვალყურეობას უწევს ექიმი ნევროლოგი, ხოლო სამკურნალო ფიზიკურ დატვირთვებს უძღვებიან უკრაინაში, თურქეთსა და რუსეთში გადამზადებული გამოცდილი ექიმი-რეაბილიტოლოგები."
ინდივიდუალური ვარჯიში სპორტ-დარბაზებში შესაძლოა ხერხემლის პრობლემების გაუარესების მიზეზი გახდეს. დღესდღეობით მსგავსი ცხოვრების წესის მქონე ადამიანების რიცხვი მაღალია. მაკა ხაჩიძის აზრით, ეს საშიშროება საგულისხმო არ გახდება, თუ კლინიკა „სიმეტრიის“ კვალიფიცირებულ ექიმებს საკუთარი ჯანმრთელობის საქმის კურსში ჩავაყენებთ:
"თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მაშინ სპორტ-დარბაზები და ფიტნესი მისაღებია. სამწუხაროდ, დღევანდელ სპორტ-დარბაზებს ხშირად მიმართვავენ ხერხემლისა და სახსრების პათოლოგიის მქონე ადამიანები, ამ დარბაზებში არსებული ფიზიკური დატვირთვა და არასწორი (თვითნებური) ვარჯიშები მათთვის არასახარბიელოა, შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სავალალო შედეგიც კი შეიძლება მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ასეთი პაციენტებისათვის აუცილებელია ყველა ვარჯიში ექიმი-რეაბილიტოლოგის დაკვირვების ქვეშ შესრულდეს. ჩვენი ექიმი-რეაბილიტოლოგები გამოირჩევიან გამოცდილებით და იციან როგორ უნდა წარმართონ პაციენტის სამკურნალო კურსი.
როცა პაციენტი მკურნალობის კურსს დაამთავრებს, მომდევნო ეტაპი მისი მდგომარეობის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. სასურველია ადამიანმა კვირაში ერთხელ მაინც ივარჯიშოს ჩვენთან, რათა შეინარჩუნოს ის სამკურნალო ეფექტი, რაც უკვე მიიღო. პრევენციის კურსი სასურველია წელიწადში ორჯერ, სამჯერ ჩატარდეს"
ფსიქოლოგიური განწყობა ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებში დიდ როლს თამაშობს. თუ ჩვენივე სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ვართ მიმართული, ყველაფერი მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს:
"ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას. ფსიქოლოგიური მზაობისთვის პაციენტს ვუხსნით მკურნალობის პროცესის ყველა დეტალს, ვანახებთ სატესტო ვარჯიშებს. ამის შემდეგ ადამიანი ფსიქოლოგიურად ემზადება იმისთვის, თუ როგორ გაიაროს კურსი ჩვენთან. სამკურნალო ფიზიკური დატვირთვების შემდეგ, ადამიანებს უმჯობესდებათ განწყობა, ემატებათ მხნეობა და უფრო მეტად შრომისუნარიანები ხდებიან, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე იყვნენ. შესაბამისად მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უკეთესი ხდება."
ტკივილისგან განთავისუფლება 3-5 სეანსში 95% -ზე მეტი ეფექტურობით ხდება და თან, 3-4 ჯერ იაფად, არსებული ანალოგებისგან განსხვავებით. კლინიკა „სიმეტრიის“ მთავარი ექიმი მაკა ხაჩიძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში მისული ყველა პაციენტი კმაყოფილია მკურნალობის პროცედურით:
„ჯერ არ გვქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი პაციენტი ვერ გამოჯანმრთელდა. ჩვენთან ვიზიტის შემდეგ, ყველა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და უმეტესობა წარმატებულად ახერხებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც“- განგვიცხადა კლინიკის მკურნალმა ექიმმა.
კლინიკის მიერ შემუშავებული მკურნალობის მეთოდი, რომელიც კუნთებისა და სახსრების ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენაზე, სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის გაუმჯობესებაზე, კუნთების ტონუსის ფორმირებაზეა კონცენტრირებული, ფიზიკურ დატვირთვას მიუჩვეველი ადამიანებისთვისაც კარგი საშუალებაა დელიკატურად მიუახლოვდეს სხეულისა და სახსრების გაჯანმრთელების პროცესს.
ვალერი პავლენკო მსგავს აქციას მსოფლიოს ყველა ფილიალში აწარმოებს და ამჯერად საქართველოს ჯერიც დადგა. პალენკოს სურს ქართველ პაციენტებს დაეხმაროს და მის მიერ შემუშავებული უნიკალური მეთოდით მკურნალობა შესთავაზოს. ცნობილი ექიმი მსურველებს დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე მიიღებს.
ვალერი პავლენკო კონსულტაციებს ჭავჭავაძის 33ე-ში მდებარე კლინიკაში გამართავს. ექიმთან ვიზიტზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე დარეკვით:
+995 555 693-693 ან 2 880 881 .
ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ კლინიკა „სიმეტრიის“ ოფიციალურ ვებგვერდს: www.symmetria.ge
ცნობილი სპეცილისტის მიერ მსურველების მიღება გაგრძელდება მხოლოდ სამი დღით, 19-20-21 ოქტომბერს. კონსულტაციის ღირებულება 80 ლარს შეადგენს.
ჩაწერები დაწყებულია, იჩქარეთ!
მიღებაზე ჩასაწერად მიყევით ამ ბმულს