Environmental Health Perspectives-მა მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად ქალები, რომელთა სახლიც ფლორითაა გარშემორტყმული, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ნაკლებად "მწვანე" რაიონის მაცხოვრებლები.
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა 108 ათასი ქალი გამოიკითხეს და სიკვდილიანობის რისკი მათ სახლებთან მწვანე საფარის რაოდენობას დაუკავშირეს.
მათ შორის ვინც, საცხოვრებლად არჩიეს სახლი ბევრი ხით გარშემო, სიკვდილიანობის რისკი 12%-ით დაეცა. ქალები, რომლებიც ბუნებაში ცხოვრობენ, ავადმყოფობების რისკი 34%ით, ხოლო კიბოს დაავადების რისკი 13 %ით ეცემა.
მეცნიერებმა გამწვანების ხარისხი და სიკვდილიანობა ერთმანეთს დაუკავშირეს: ქალები, რომლებიც სიმწვანეში ცხოვრობენ და ხმაურსა და დაბინძურებულ ჰაერს ერიდებიან, უფრო ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ.
რაიონები/უბნები, რომლებშიც დიდი რაოდენობით მცენარეული საფარია, ფიზიკური აქტივობის მეტ სურვილსა და საშუალებას იძლევა, რაც აქარწყლებს სტრესს. ფსიქიკური ჯანმრთელობა 30%-ით სწორედ იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენი ხეა თქვენი საცხოვრებელია დგილის გარშემო.