20 ნოემბერს შანხაიში Victoria's Secret-ის შოუ ჩატარდება. პოდიუმზე ტრადიციულად, ბრენდის მთავარი „ანგელოზები“ გამოვლენ. Victoria's Secret მოდელების მზადებას პირდაპირ ეთერში ეტაპობრივად წარმოგვიდგენს. ამჯერად, ალესანდრა ამბროსიოს ვარჯიშს გვიზიარებენ. 36 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი აქტიურად ემზადება ჩვენებისთვის. ალესადრას მწვრთნელი ცნობილი ვარსკვლავების მწვრთნელი ტრეისი ანდერსონია. მისი კლიენტები არიან მადონა, გვინეტ პელტროუ, შაკირა, ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი.. ვნახოთ როგორია ყველაზე ეფექტური ნახევარსაათიანი დატვირთვა.
პირველ რიგში აუცილებელია ტანი კარგად გავახუროთ, რათა დატვირთვის მზად იყოს. ჯერ ხელების ქნევა, შემდეგ თეძოს მოძრაობა წრიულ ტრაექტორიაზე... გახურება ვარჯიშის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ხელები
კუნთების სავარჯიშოდ ორი ჰანტელი დაგჭირდებათ. თუ სახლში შესაბამისი ინვენტარი არ გაქვთ, ტრეისი წყლიან ბოთლებს გირჩევთ.
ფეხები
ვარჯიშები, რომლებიც ვიდეოშია წარმოდგენილი დამწყებთათვის სასურველი არაა, თუმცა ვარჯიშის გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ ეფექტურია.
მიჰყევით ვიდეორგოლს.