ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ ათასობით პაციენტი გამოიკითხა, რათა ქალის სახის ფორმის ყველაზე სასურველი ფორმები გამოევლინა. აღმოჩნდა, რომ ქალების უმეტესობა ბრილიანტის ფორმის სახეზე ოცნებობს. ამის ნათელი მაგალითი კი მეგან ფოქსია. "ბრილიანტის ფორმის სახე ძალიან ელეგანტური და ქალურია. ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობია."
მეორე ადგილს რიანას ტიპის კლასიკური ოვალური სახე იკავებს. "მისი სახის სიმაღლე სიგანეზე ნახევარჯერ დიდია."
მესამე ადგილას გულის ფორმა მოხვდა. სკარლეტ იოჰანსონი და რიზ უიზერსპუნი ამ ფორმის იდეალური მაგალითს წარმოადგენენ.
მეოთხე ანჯელინა ჯოლის და კირა ნაიტლის კვადრატული ფორმის სახეა. ასეთი სახის მფლობელებს მაღალი ლოყები და გამოკვეთილი ნიკაპი აქვთ.
სამკუთხა სახე არაპოპულარულთა შორის მოხვდა, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი ჟიზელ ბიუნდჰენს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გამხდარიყო მსოფლიოში. ამ სახის წარმომადგენელი მეორე ლამაზმანი ვიქტორია ბექჰემია.
მეორე არაპოპულარული სახის ფორმა მრგვალია, ისეთი როგორიც ქეით მიდლტონს აქვს. სახის ფორმის შეცვლის მსურველი კლიენტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.