სახის ფორმა გარკვეულწილად ადამიანის ხასიათსა და ცხოვრების სტილზე მეტყველებს. სახის ამოცნობის ექსპერტმა ჯენ ჰანერმა წარმოგვიდგინა კვლევა, თუ რა იმალება სახის თითოეულ ფორმას შორის.
ოვალური
ბევრი ვარსკვლავი, როგორებიც არიან ოლივია მუნი, ბიონსე და ჯესიკა ალბა ოვალური სახის მფლობელები არიან. ასეთი ადამიანები სოციალურები და თავაზიანები არიან. სხვებს ურთიერთობით კომფორტს უქმნიან. კარგად აქვთ გააზრებული თუ რას ფიქრობს ხალხი მათზე.
მსხლის/ალმასის ფორმა
ეს სახის ფორმა ფართო ნიკაპით, ხასიათდება და ვიწრო შუბლით ხასიათდება. ეს ადამიანები ცნობილები არიან, როგორც ხელმძღვანელები. მათ ვერაფერს ვერ უბრძანებ. პოზიტიურობის მხრივ, ისინი ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე, რაც ცხოვრებაში ღირებულ თვისებას წარმოადგენს.
გულის ფორმა
ფართო ნიკაპი და შუბლი - ისინი უდრეკები და ჯიუტები არიან. გულის ფორმის სახე შეუპოვრობის მიმართ სიძლიერეს და ულევ ენერგიას წარმოადგენს. ისინი შესაძლოა კონტროლირებადები იყვნენ, მაგრამ ინტუიციურები არიან და ნამდვილად ღირს ხანდახან სადავეები გადასცეთ.
მრგვალი ფორმა
მრგვალი ფორმის მფლობელები კეთილები, დიდსულოვნები და გულუხვები არიან. თუმცა თავიანთი უარყოფითი მხარეც აქვთ: მგრძნობიარეები და ხანდახან მანიპულატორები არიან.
ოთხკუთხედი ფორმა
ოთხკუთხა სახე ძლიერი სახეა და მათი პირადი სამყაროც ამისგან განსხვავებული არაა. მათი მფლობელები ცნობილები არიან როგორც ამბიციურები მოთმინების შესაძლებლობებით. კონკურენტუნარიანები არიან და თვლიან რომ კონკურენცია ძალიან ჯანსაღია.
მართკუთხა ფორმა
ეს სახე გადაჭარბებული აზროვნებით ხასიათდება. მათ კარგი ლოგიკა აქვთ და ეს მათ არასდროს ღალატობს. უყვართ გეგმების შედგენა და ემოციების დამალვაც გამოსდით.