რიანამ საკუთარი ახალი კოსმეტიკის cruelty free-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, ბრიტანულ ELLE-თან სილამაზის შესახებ ისაუბრა. მომღერალმა პასუხი გასცა იმ 4 კითხვას, რომელზე პასუხიც ყველას ძალიან აინტერესებდა.
#1 ტუჩსაცხის გამოყენების პირველი გამოცდილება
"ტუჩსაცხი უსიამოვნებებს დიდი ხნის განმავლობაში მიქნიდა. თინეიჯერობის ასაკში მისი გამოყენების დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ მაშინ ეს ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. ახლა ტუჩსაცხი ჩემი საიდუმლო იარაღია!
#2 ყველაზე თამამი ქმედება სილამაზის გამო
"კორსეტი. მე მასზე არჩევანს კვლავ და კვლავ ვაკეთებ. კორსეტის ტარებას ჩემი ცხოვრების მთელი დარჩენილი დრო ვაპირებ."
#3 მთავარი სილამაზის პროდუქტი კოსმეტიკაში
"ყველაზე მსუბუქ მაკიაჟსაც კი თვალის ჩრდილის მეშვეობით ვიკეთებ. მიყვარს ის იმიტომ, რომ ნებისმიერ იმიჯს განსაკუთრებულს და დაუვიწყარს ხდის."
#4 კუმირები
მიყვარს ტონი ბრექსტონი და სინდი კროუფორდი. მაგრამ, თუ ერთ-ერთი მათგანი უნდა ავარჩიო, მაშინ პრიორიტეტს სინდის მივანიჭებ. მას საოცარი თმა აქვს.
რიანას ახალი კოლექცია 13 ოქტომბრიდან საიტებზე sephora.com და fentybeauty.com-ზე გაიყიდება. ფასი 18-დან 54 დოლარამდე იმერყევებს.