ახლახან გახდა ცნობილი, რომ კიმ კარდაშიანი და კეინი უესტი მესამე შვილის გაჩენას სუროგაციის გზით აპირებენ. სუროგატი დედის მომსახურეობას უკვე რამდენიმე ჰოლივუდურმა წყვილმა მიმართა:
#1 კიმ კარდაშიანი და კეინი უესტი
წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და მესამე შვილისთვის სუროგატი დედა დაიქირავეს.
#2 სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი
2009 წელს წყვილს ტყუპები სუროგაციის გზით ეყოლათ. "ოჯახის გაზრდა რამდენიმე წლის განმავლობაში გვსურდა, საბოლოოდ ამ გზას მივმართეთ"-განაცხადა მსახიობმა.
#3 ტაირა ბენქსი და ერიკ ასლა
2016 წელს ვაჟიშვილის მოვლენას ტაირა სუროგაციას უმადლოდა. "ანგელოზია ის ქალი, რომელიც ჩვენ სასწაულს ატარებდა მუცლად"-განაცხადა ტაირამ.
#4 ნეილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბურტკა
ტყუპები 2010 წელს დაიბადნენ.
#5 ჯიმი ფელონი და ნენსი ჯუვონენი
წყვილის ქალიშვილები სუროგაციის გზით დაიბადნენ, რადგანაც მათ ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში არ უჩნდებოდათ.
#6 მაიკლ ჯექსონი
მომღერლის მესამე შვილი პრინცი 2002 წელს სუროგაციის გზით გაჩნდა
#7 ელტონ ჯონი და დევიდ ფურნიში
შვილის აყვანის მცდელობის შემდეგ, წყვილმა სუროგაციას მიმართა.
#8 ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი
მეორე შვილი 2010 წელს სუროგატი დედიგან შეეძინათ: "მთელი ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელია".
#9 რონალდო
კრიშტიანუს სუროგატი დედიგან ტყუპები წელს ეყოლა, თუმცა მისი უფროსი ვაჟიც ამ გზითაა გაჩენილი.