Friends-ის ვარსკვლავმა 53 წლის კორტნი კოქსმა პლასტიკური ქირურგიის პირად წარუმატებელ გამოცდილებაზე ღიად ისაუბრა. მისი სიტყვებით, ოპერაციები ცხოვრების საბედისწერო შეცდომა იყო.
"ჩვენ ყველანი ვიცვლებით და ეს შეუქცევადი პროცესია. ადრე ეს არ მესმოდა და მის შეფერხებას ვცდილობდი. სადამდე მიმიყვანა ამ არასწორმა შეგნებამ? მე ყალბად ვიქეცი"
კორტნის თქმით, მას დრო დასჭირდა საკუთარი თავი რომ მიეღო. გააცნობიერა, რომ ადამიანის სახე და სხეული დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არაა:
"ერთ მომენტში მივხვდი, რომ ეს ნაოჭები ნაოჭები კი არაა, ჩემი ღიმილის ხაზებია. ისეთი რამ გავუკეთე საკუთარ თავს, რასაც ვნანობ."
კოქსის აზრით პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისკენ ჰოლივუდური ცხოვრების სტილმა უბიძგა. ექიმები მომავალ საშიშროებებზე არ ესაუბრებოდნენ და პროცედურას პროცედურა მოსდევდა.
კორტნი უახლოესმა მეგობარმა შეაჩერა: "ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგანაც ჩემს პირვანდელ სახეს ისევ ვგავარ. პირველ რიგში მიხარია, რომ ადამიანს ისევ დავემსგავსე."