ზოგიერთი ვარსკვლავი ლამაზმანის შეცვლილ იმიჯს იმდენად შევეჩვიეთ, რომ ხშირად აღარც გვახსოვს ან არ ვიცით მათი ნატურალური თმის ფერის შესახებ. გვენ სტეფანი ფერის შენარჩუნებისთვის თმას კვირაში ერთხელ იღებავს, სოფი ტერნერი კი დიდიხანია ქერა თმას არ დაბრუნებია და ყველას წითური ჰგონია.
#1 ემა სტოუნი
ემა ხშირად ჩნდება წითური იმიჯით, თუმცა მსახიობი ხანდახან მაინც უბრუნდება ნატურალურ ქერას.: "ჩემი თმა ქერაა, თუმცა თავს წითურად უფრო ვგრძნობ. ძალიან მიყვარს წითელი თმა."
#2 კრისტენ სტიუარტი ექსპერიმენტებს ხშირად მიმართავს. მას სინამდვილეში მუქი ქერა თმა აქვს.
#3 სკარლეტ იოჰანსონი ქერა თმითაა ცნობილი, თუმცა ყავისფერი თმა აქვს: "მეუბნებოდნენ, რომ თმა არ შემეჭრა, მაგრამ მე მომწონს ჩემი იმიჯი და მივხვდი, რომ ადამიანებს ამ საკითხში არ უნდა მოვუსმინო".
#4 ლეიტონ მისტერს თმის გამუქება სერიალ Gossip Girl-ისთვის დასჭირდა: "ლეიტონი კასტინგზე ქერა თმით მოვიდა, თუმცა ბლეიკიც ქერა იყო და ვთხოვეთ თმა შეეღება. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა."-განაცხადა პროდიუსერმა.
#5 სოფი ტერნერი წითური თმითაა ცნობილი, რადგანაც პოპულარობა Game of Thrones-ის მოიპოვა: "თმის ფერის შეცვლა ძალიან რთული იყო, ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი ტრანსფორმაციით კმაყოფილი დავრჩი. წითურ და ქერა თმაში სხვადასხვანაირად ვიცმევ, წითელი თმის დროს ყოველთვის ვცდილობ არა ტანისამოსმა, არამედ ჩემმა თმამ ისაუბროს".
#6 Game of Thrones-ის მეორე ვარსკვლავი ემილია კლარკი ყველას ქერა ჰგონია, თუმცა მსახიობს მუქი ყავისფერი თმა აქვს.
#7 იგივე შეიძლება ითქვას სერსეიზეც - ლენა ჰედი ემილიას მსგავსად სერიალისთვის გახდა ქერა.
#8 ლედი გაგა ექსპერიმენტებით თავის გულშემატკივრებს დიდიხანია სასიამოვნოდ აოცებს: "როცა თავს ძლიერად არ ვგრძნობდი, გარდასახვას ვცდილობდი. ეს უკეთ მხდიდა"-განაცხადა ერთხელ მომღერალმა. გაგას ნატურალური თმის ფერი მუქი წაბლისფერია.
#9 ემი ადამსს ყველა წითურ ქალბატონად აღიქვამს, სინამდვილეში მსახიობი ქერაა: "ჩემი იმიჯის შეცვლის შემდეგ ადამიანების დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა".
#10 ოლივია უაილდი ყველას მუქი თმით ხიბლავს, თუმცა მსახიობი სინამდვილეში ქერაა: "ქერა ვარ, მაგრამ თავს შავგვრემნად ვგრძნობ".