ამ წლის განმავლობაში ინსტაგრამზე ბევრი სილამაზის ტრენდი აიტაცეს. ამჯერად პოპულარობას ტალღის ფორმის წარბები იხვეჭს. ვიზაჟისტები და სტილისტები საკუთარი შემოქმედების წყალობით ინსტაგრამზე დამკვიდრებას აქტიურად ცდილობენ, რადგანაც ეს არის სოციალური ქსელი, საიდანაც ახალი ტენდეციები ხალხის სწრაფ აღტაცებას იწვევს. მაკიაჟის ერთ-ერთმა სპეციალისტმა თვალის შეღებვის ორიგინალური ხერხი წარმოაჩინა, რომელსაც ფანქრის მეშვეობით წარბის ფორმაც შეუხამა - ამან კი სხვა ვიზაჟისტებისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშა. მათ ექსპერიმენტები წამოიწყეს, რომელიც შემდეგ უკვე მოდურმა გოგონებმა აიტაცეს.