საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი თანამედროვე პოლიტიკურ სარბიელზე მნიშნელოვანი ფიგურა გახდა. საზოგადოება დაობს კიდეც, რომ ემანუელი ჯასტინ ტრიუდოს "ყველაზე სიმპატიური პოლიტიკოსის იმიჯით" ეჯიბრება. ეფექტური პიარის წყალობით, მაკრონმა თავისუფლად ჩამოიტოვა მისი კონკურენტი მარინ ლე პენი.
39 წლის მაკრონის წარმატების საიდუმლო მარტივია: ის ახალგაზრდაა, კარგად გამოიყურება და ცოლს აღმერთებს. ხშირად ამბობენ, რომ ამდენი ფრანგი ადამიანის გული მან ბრწყინვალე გარეგნობის მეშვეობით მოიპოვა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტი ყოველი ოფიციალური შეხვედრის წინ სპეციალურ მაკიაჟს იკეთებს და გაპრეზიდენტების შემდეგ ვიზაჟისტის მომსახურეობაში უკვე 26 000 ევრო დახარჯა. როგორც სჩანს, ემანუელი სწორედ პირადი კოსმეტოლოგის წყალობით ახერხებს იმას, რომ ეკრანზე მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეს და ასაკს ვერასდროს ატყობდნენ.