21 Jump Street-ის, The Wolf of Wall Street-ის და Superbad-ის ცნობილმა კომიკურმა მსახიობმა წონის ცვლილების შემდეგ სხეულის ფორმა რადიკალურად შეიცვალა. ჯონა ჰილმა იმდენი შეძლო, რომ უკვე ჰოლივუდის ცნობილ სექსიმბოლოს, ბრედლი კუპერს ამსგავსებენ.
მსახიობის ამგვარი ცვლილება დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მისი გულშემატკივრებისთვის და სოციალურ ქსელებში სწრაფადვე მოუძებნეს ტანადი ტყუპისცალი.
"არაფერი გიჟური არ ჩამიდენია, არც უცნაური აბები დამილევია. უბრალოდ დიეტოლოგთან ვიყავი, რომელმაც მირჩია რა უნდა მეჭამა რათა ჩემი ცხოვრების წესი შემეცვალა. იაპონური საკვები საკმაოდ დამეხმარა."
აქვე ჯონამ აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველაფერს დათმობდა, ლუდთან განშორება კი ძალიან გაუჭირდა: "დიეტოლოგს ვუთხარი, რომ ყველაფერს შევასრულებდი, ოღონდ მოეფიქრებინა როგორ შევძლებდი ლუდის დალევას. საშინელებაა, როცა ამჩნევ, რომ მისი დალევის შემდეგ იმატებ, რაციონიდან ამოღებისას კი იკლებ."
ჯიმი ფელონის შოუში მსახიობმა ასევე გაამხილა, რომ დაკლება ახალი როლისთვისაც სურდა: "უკეთეს ფორმაში ყოფნა მსურდა. ამიტომაც, ჩენინგ ტატუმს დავურეკე და ვკითხე: "ჰეი, თუ ნაკლებს შევჭამ და მწვრთნელთან ვივლი, უკეთესი ფორმა მექნება?" მან კი მიპასუხა: "კი სულელო, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამყაროში უმარტივესი რამაა."