რასელ ბეითმანი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდელების ტანზე აგებს პასუხს. ფიტნესის ცნობილი მწვრთნელი 12 ოქროს წესს გვიზიარებს თუ როგორ მივიღოთ იდეალური საზაფხულო სხეული.
#1 გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან
"არ არის იმის საჭიროება, რომ ერთი საათი სავარჯიშო დარბაზში მწვრთნელთან ერთად გაატაროთ. შესაძლოა ეფექტს მუზეუმის სტუმრობით მიაღწიოთ. ჩვენი სხეული მრავალფეროვან მოძრაობებს უნდა შეეჩვიოს: სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა სირთულეებით. ამასთან დასვენებაც საციცოცხლოდ მნიშნელოვანია. სცადეთ დაიწყოთ ყოველი დღე ცეკვით. განსაკუთრებით კი ხანდახან კომფორტის ზონიდან გამოსვლა შეცვლის თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას."
#2 ერიდეთ ნახშირწყლებს სპორტის წინ და მის შემდეგ
"რატომ? იმიტომ რომ ის უკარგავს ეფექტს ყველანაირ ვარჯიშს. განსაკუთრებით კი აკრძალეთ ბანანი, რადგანაც ის სავსეა შაქრით. ვარჯიშამდე იდეალური მისაღები პროდუქტი ორგანული ყავა, კაკაოს კარაქი და კიტრია. ვარჯიშის შემდეგ კი დატკბით თხელი ხორცით, თევზეულით ან ბოსტნეულით."
#3 იქონიეთ პრიორიტეტები
"თქვენი პრიორიტებები თქვენს არჩევანზე ახდენს გავლენას. თუ გსურთ მიზანს მიაღწიოთ, გარკვეულ რამეებზე უარის თქმა და მეტი შრომა აუცილებლად მოგიწევთ. "
#4 დააჯილდოვეთ თქვენი მიღწევები საყვარელი საკვებით
"ყოველთვის პროდუქტების დამატებაზე ისაუბრეთ და არა იმაზე რასაც ვერ ჭამთ. მაგალითად: "დღეს ჩემს ხორცს ბოსტნეულს დავუმატებ" და არა "დღევანდელ საკვებს ვერანაირ ნახშირწყალს ვერ დავუმატებ". არავის მისცეთ საშუალება განგსაჯონ ერთი ნაჭერი ნამცხვრისთვის, რომლითაც თავს აჯილდოვებთ. რაც ბედნიერს გხდით, მნიშვნელოვანია - მითუმეტეს სტრესისას. "
#5 გაისეირნეთ სადილის თუ ვახშმის შემდეგ
"საკვების მიღების შემდეგ, აუცილებელია 10-30 წუთი ისეირნოთ. ორგანიზმის სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, ეს ქმედება დიაბეტის გაჩენას უშლის ხელს."
#6 მოამზადეთ საუზმე დაძინებამდე
"დაძინებისას გადაწყვიტეთ რას მიირთმევთ საუზმეზე. ბევრი ადამიანი დილას ცუდად გამოკვებას დროის უქონლობას მიაწერს. თუ დაკავებული დილა გაქვთ, პროდუქტები წინა საღამოს მოიმზადეთ, რათა საუზმის ულუფა გაღვიძებისას სწრაფადვე მოამზადოთ."
#7 10/20 წუთიანი ჩათვლემა
"სხეულის ენერგიის აღდგენისთვის ძილი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 10-20 წუთიანი ჩაძინება საკმაოდ პოზიტიურად აისახება თქვენს სხეულსა და გონებაზე."
#8 მიირთვით ჯანსაღი საკვები სითხის სახით
"ბოსტნეულისგან დამზადებულ სითხეებს, მათ შორის ალოე ვერას ეფექტური შედეგი აქვს თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესზე."
#9 მოახდინეთ მიზნების ვიზუალიზაცია
"ჩამოწერილი გეგმები სარკეზე ან მაცივარზე გააკარით - ისეთ ადგილას, სადაც ყოველდღე შეამჩნევთ მას. ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ ახლიდან"
#10 ძილი
"მეტი ძილი უპირველესი წესია, რადგანაც ის განსაკუთრებული რელაქსაციაა. ამასთან, ხელს იწყობს ცხიმების დაწვას. საღამოს 10 საათის შემდეგ, მაქსიმალურად მალე უნდა დაიძინოთ."
#11 "ახლა და ამწუთას"
"მაქსიმალურად შეიგრძენით აწმყო, რადგანაც მნიშვნელოვანია მიმდინარე წუთით იცხოვრო. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში და უფრო ხშირად დაამყარეთ თვალის კონტაქტი ადამიანებთან."
#12 გიყვარდეთ საკუთარი თავი
"გაკიცხვა ძალიან მოსაწყენია. არ გაკიცხოთ საკუთარი თავი და არაფერი ნეგატიური მიიღოთ პირადად. ნუ ხართ გულგრილი საკუთარი თავის მიმართ. ადექით, ღრმად ჩაისუნთქეთ და იყავით ბედნიერი რომ ცხოვრობთ!"