ბრედლი კუპერის ქალიშვილის დაბადებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა, ახალგაზრდა დედა ირინა შეიკი კი სექსუალური კაბებით თამამად გამოდის წითელ ხალიჩაზე და ფოტოსესიებში მონაწილეობასაც აქტიურად იღებს. მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მან უკვე საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები შემოგვთავაზა და ყველას დაააინტერესა რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო.
დიეტა
"რადგანაც რუსეთიდან ვარ, მიყვარს პელმენები, წითელი ხორცი და მოხარშული კარტოფილი, მაგრამ თუ გადაღებისთვის ან ჩვენებისთვის ვემზადები, მხოლოდ და მხოლოდ სალათებს და წვნიანს მივირთმევ, რათა ამ სპეციალურ დღეს მუცელი უფრო ბრტყელი მქონდეს."-ჰყვება მოდელი.
მოდელი ტკბილეულით ხშირად ანებივრებს თავს და თვლის რომ მის გარეგნობას გენები და სწრაფი ნივთიერებათა ცვლა შველის: "დიახ, მოდელი ვარ, მაგრამ ჭამა მიყვარს. ვერ ვხვდები ადამიანები როგორ ყოფენ საკვებ პროდუქტებს, მე ყველაფერს ვჭამ."
აქტივობები
რადგანაც ყველაფერს მიირთმევს, ირინას დიდი ფიზიკური დატვირთვა უწევს: "ბოქსით და იაპონური საბრძოლო ხელოვნებით ვარ დაკავებული, ის ყველა კუნთს ამუშავებს. მიყვარს დამღლელი ვარჯიშები."
სპორტით კვირაში 4 დღე კავდება. თუ სპორტულ დარბაზში შევლას ვერ ასწრებს, დამოუკიდებლად აკეთებს ვარჯიშებს: "ჩვეულებრივ ვარჯიშებს ვაკეთებ, რომლებიც სპეციალურ აღჭურვილობას არ მოითხოვს, მაგალითად ბუქნები ან ხელის ვარჯშები. მარტივი ვარჯიშებიც კი ტანს ძალიან ეხმარება".
სილამაზე
მოდელი დარწმუნებულია, რომ ყველაზე მთავარი ტანის მოვლაში დაბანაა: "მომწონს როცა კანი სისუფთავისგან ბრწყინავს. მაკიაჟის ქვეშ რაიმე პროდუქტის გამოყენება არ მიყვარს, ის ფორებს ხურავს".
თავის მოვლის რუტინის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი შეიკისთვის დატენიანებაა. მას ერთი ამოჩემებული კრემი არ აქვს, ამიტომაც მათ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ცვლის, რათა კანი ერთი და იმავე პროდუქტს არ მიეჩვიოს.
მოდელი არამხოლოდ ძვირადღირებულ პროდუქციას იყენებს, არამედ სახლში დამზადებულ პროდუქტებსაც იყენებს. მაგალითად, სახის სკრაბს თავისი ხელით აკეთებს თაფლისგან, მარილისგან და შაქრისგან.