ჯანმრთელობას რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამაში ყველა დამეთანხმებით. უახლესი აპარატი კი, რომელიც სხვადასხვა პრობლემას მკურნალობს, ყველასთვის ინოვაციურია. ამაში მეან-გინეკოლოგი ლელა თათარსაბაშვილი და დერმატო-ვენეროლოგი გიორგი ტიჟოევი საკუთარი პროფესიონალიზმით დაგეხმარებიან. ამჯერად კი, ექიმები OK!-ის მკითხველებს საინტერესო რჩევებს მოგაწვდიან.
ლელა თათარსაბაშვილი: „2008 წლიდან ვმუშაობ მეან-გინეკოლოგად სხვადასხვა კლინიკებში, სადაც სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაციები ხორციელდება, ასევე გინეკოლოგიური მანიპულაციები. ვაკეთებ ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტს, რომელიც მხრის ზედა არეში ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ იდგმება. იმპლანტი ქალს ხუთი წლის განმავლობაში ორსულობისგან იცავს. მისი ჩადგმა შესაძლებელია ლაქტაციის დროს. აპარატი АЕЛТИС-синхро-оровит Ярь, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ინოვაციურია. ინფრაწითელი ლაზერით ხდება ეროზიების მოწვა, ფიბრომატოზული კვანძების მკურნალობა, ლიბიდოს დაქვეითების მკურნალობა მენოპაუზების დროს“.
რას ურჩევთ ქალბატონებს?
ლელა: „დაინტერესდნენ საკუთარი ჯანმრთელობით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია მოხდეს ორსულობის დაგეგმვა, რომელსაც ცალსახად სერიოზულად უნდა მიუდგეთ და ამით დაიცვათ საკუთარი თავიც და მომავალი შვილიც. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი ეტაპი მინიმუმამდე ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს. საჭიროა პაციენტმა 6 თვეში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაიტაროს“.
გიორგი ტიჟოევი: „მოსკოვში დავამთავრე სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ვმუშაობდი დერმატო-ვენეროლოგად. 2001 წლიდან სხვადასხვა აპარატზე ვმუშაობ. ეს უახლესი ინოვაციური აპარატი კი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, გამოიყენება შემდეგი პრობლემებისას: ქრონიკული პროსტატიტი (ბაქტერიალური პროსტატიტი), უროგენიტალური ინფექციები (ცისტიტი, ურეთრის სტრუქტურები), კოპულატიური დისფუნქცია, მამაკაცთა უნაყოფობა, პოტენციის აღდგენა, ნეიროვეგეტატიური პროსტატოპათია, პროსტატის ჯირკვლის ადენომა (ონკოლოგიის გარეშე)“.
რას ურჩევდით პაციენტებს?
დროულად მიხედონ თავს. პროფილაქტიკა მალე უნდა მოხდეს, რათა შემდგომი რთული მკურნალობა თავიდან აიცილოთ. ყველაფრის ნაადრევი გამოკვლევა ბევრად უკეთესია. საკუთარი შარდ-სასქესო სისტემისადმი ყურადღების დათმობა მამაკაცებმა უკვე იმ ასაკში უნდა დაიწყონ, როდესაც მათი სქესობრივი კავშირი რეგულარული გახდება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბევრ პრობლემას იწვევს.