მყუდრო გარემო, მეგობრული გუნდი და პროფესიონალთა მომსახურება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შაკო საჯაიას სილამაზის სალონში შეხვდებით და რომელიც კოსტავას 37/39 ნომერში მდებარეობს.
შაკო საჯაია: „სილამაზე დეტალებშია, და ყველა იმ დეტალს ვითვალისწინებ, რომელიც აუცილებელია. სალონის ინდივიდუალიზმში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე, რადგან იგი ჩემი მუზაა, სილამაზისა და სინაზის განსახიერებაა. ისეთი გარემო გვაქვს შექმნილი, სადაც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. ვინც ჩემთან მოდის, ყველას განსაკუთრებულად ვხედავ. ნებისმიერ ადამიანს თავისი თავი სწორად უნდა დაანახო. თმა არის ის ნაწილი, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს. თმას მოფერება სჭირდება. ყველას ინდივიდუალურ ვარცხნილობას ვურჩევ“.
როგორც შაკომ აღნიშნა, სამომავლო გეგმა ბევრია. ასე რომ, ეწვიეთ შაკო საჯაიას სილამაზის სალონს, სადაც საუკეთესო მომსახურებასთან ერთად, გემოვნებიანი მუსიკა ჟღერს, ეს კი განტვირთვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.