Victoria’s Secret-ის მოდელი ალანა აპრინგტონი უპირატესობას მოკლე ხუჭუჭ თმას ანიჭებს. ასეთი სტილი 2017 წლის ზაფხულში, ტრენდულობასთან ერთად, ძალიან გრილი და მოსახერხებელია.
ფელისითი ჯონსის მსგავსად, ვარსკვლავებისთვის, რომლებსაც ხშირი-ხშირი სტრუქტურა აქვთ, თმის აჩეხვა საუკეთესო გზაა. ასე თქვენს თმას სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას შესძენთ. ეს ვარცხნილობა უნივერსალურია, რომელიც ძალიან უხდება როგორც მრგვალ, ასევე ოვალურ და ოთხკუთხედ სახეს.
ჰეილი ბოლდუინის ვარცხნილობა თვალისმომჭრელი და ტრენდულია. თმის ამ სტილზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსგავსი დაბოლოებებით, დაზიანებულ თმას გააახლებთ და ამასთანავე, მოდურობასაც შესძენთ.
თმის თხელი და გრძელი ფენები ამ წლის ზაფხულში ძალიან მოდური და მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ ატარებს ასეთ ვარცხნილობას ჯენიფერ ანისტონი.
ჯესიკა ბილისთვის თმის ბუნებრივი შარმი ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობი შედარებით გრძელ, დატალღულ სტილს ირჩევს.
კენდალ ჯენერმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე მოკლე, ტალღოვანი თმის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს თმის ჯანსაღ სტრუქტურას.
კერი ვაშინგტონმა მოკლედ შეკრეჭილი თმა აირჩია, რადგან პროპორციული ბოლოები, როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან მოდურია.
ლასი ჰეილის სტილს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ვარცხნილობა სახის მოყვანილობის მიხედვით ძალიან სწორად შეარჩია. მოკლე, ტალღოვანი თმა 2017 წლის ზაფხულში საუკეთესო გადაწყვეტილებაა.