ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხის ჩასხმა მანიკიურში
ხშირად ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვსურს ჩვენი საყვარელი ფერის მანიკიურის უკანასკნელი წვეთებიც გამოვიყენოთ და შესქელებული სითხე ოდნავ გავათხელოთ. ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ლაქის მოსაშორებელი სითხე შეიცავს, მანიკიურის სტრუქტურას შლის და ფაქტობრივად, გამოუსადეგარს ხდის.
წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება
წყალგამძლე ტუში წამწამებს ძალიან აშრობს და მისი მოშორება საკმაოდ რთულია. ამიტომ აჯობებს წამწამებს გაუფრთხილდეთ და ასეთი ტიპის ტუში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენოთ. დიდი შანსია, რომ წყალგამძლე ტუშის გამო თქვენი წამწამები ნაკლებად ხშირი გახდეს.
ჭუჭყიანი ფუნჯები
ალბათ ფიქრობთ, რომ ფუნჯების გაწმენდა საკმაოდ მომაბეზრებელი საქმიანობაა. თუმცა ფუნჯის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი რამაა იმისთვის, რომ თქვენს სახეზე მაკიაჟი თანაბრად გადანაწილდეს. თუ გსურთ, რომ სრულყოფილ ეფექტს მიაღწიოთ, ფუნჯები თვეში ერთხელ, თბილ, საპნიან, ან შამპუნიან წყალში გარეცხეთ.