სარა სამპაიოს ინსტაგრამზე 5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად აკვირდებიან "ვიქტორია სეკრეტის" ლამაზმანის გადაღებებს, მოგზაურობებსა თუ ცხოვრების წესს. პორტუგალიელი მოდელი თავის მოვლის ხერხებსაც გვიზიარებს:
#1 ყოველდღე თმის დაბანა
"ჩემს თმასთან ორი რამ მჭირდება: კარგი ვარცხნილობა და კარგი ბალზამი. მთელი დღის განმავლობაში ბევრს ვმუშაობ და როცა სახლში ვბრუნდები, თავში ბევრი პროდუქტი მაქვს ჩარჩენილი. რადგანაც, ეს პროდუქტები კანს მიზიანებს, არასდროს ვწვები დასაძინებლად თმის დაბანის გარეშე. თუ გამონაკლისი შემთხვევაა და დაბანა გეზარებათ, მშრალი შამპუნი იხმარეთ."
#2 არასდროს გამოიყურება ერთნაირად წვეულებებზე
"რაც წითელ ხალიჩაზე გამოსვლაში მიყვარს, მრავალფეროვნებაა-სტილი მუდამ უნდა შეიცვალო. ხანდახან თმას ვიხვევ, ხანდახან კი უბრალოდ ვიკრავ. თუ დრო არ გაქვს მოსამზადებლად, მაშინ "უბრალოება" უნდა შეინარჩუნო."
#3 ჩრდილი მაკიაჟში
"ძალიან მიყვარს თვალის ჩრდილი. არამარტო წვეულებებზე, არამედ უბრალოდ სახლიდან გასვლისასაც ვიყენებ მას. თუ საფუძვლიანი მაკიაჟისთვის დრო არ გაქვს, უბრალოდ ჩრდილი დაიმატე ლოყებზე ან თვალებზე. ეს შენს სახეს ანათებს და საუკეთესო რამეა, რაც უნდა ატარო."
#4 სხეულის მოვლა
"მიყვარს მასაჟები. ზოგადად, დასტრესილი ადამიანი ვარ და კისერში წყლული მიჩნდება, რისთვისაც მასაჟს ვსაჭიროებ. ეს არაა მხოლოდ რელაქსაციის საშუალება. მე პირადად მტკივნეულად განვიცდი. მაგრამ ბოლოს თავს ისე გრძნობ, თითქოს ახალი სხეული გაქვს. ამიტომაც ცოტა ტკივილი უნდა მოითმინო. "
#5 სილამაზის რუტინის სეზონური ცვალებადობა
"ზამთარში თავის მოვლა ყველას ეზარება, მათ შორის მეც და ამისთვის ზაფხულში ვმოქმედებ. სხეულის დატენიანებას სწორედ ზაფხულში უნდა მიმართო. ამასთან თმას ყოველთვის ვიჭრი და მზისგან დამცავ საშუალებებს ვისმევ."
#6 თმის ზეთს ყოველდღიურად მოიხმარს
"დაბანის შემდეგ ის აუცილებელია. არც მოგზაურობისას უნდა გაექცე მას."