ძილი ჯანმრთელობის ბევრ ასპექტზე მოქმედებს და თუ გსურთ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ სწორედ ძილის გაუმჯობესებით უნდა დაკავდეთ. სუსტი იმუნური სისტემა, ცუდი მეხსიერება, შფოთი, დეპრესია და არტერიული წნევა-ეს ყველაფერი ცუდ ძილზე მიუთითებს. მოზრდილი ადამიანისთვის აუცილებელია 7-9 საათიანი უწყვეტი ძილი სიბნელესა და სიჩუმეში. წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 სპეციფიკურ რჩევას.
#1 განრიგის მიხედვით ძილი
ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სილამაზესა და სიჯანსაღეზე. ჩვენს სხეულს რუტინა უყვარს, ამიტომაც დაწოლა და ადგომა ერთი და იმავე დროს უნდა ხერხდებოდეს, თუნდაც მხოლოდ რამდენიმე დღე გადაბმულად. ამგვარი მოწესრიგება არამარტო სხეულზე, არამედ გონებაზეც დადებითად იმოქმედებს.
#2 ოქროს საათები: 23:00-1:00
იდეალურ სამყაროში ადამიანმა 22:30-ზე უნდა დაიძინოს, რადგანაც საღამოს 11-დან ღამის 1 საათამდე ადამიანს უნდა ეძინოს. ორგანიზმი ამ დროს სასიცოცხლო ძალებს აღიდგენს და სპეციალურ ზრდის ჰორმონს სომატოტროპინს გამოიმუშავებს. თუ გამოძინებული ხართ, მაგრამ ღამის პირველი საათის შემდეგ დაწექით, მხოლოდ ტვინი გაქვთ დასვენებული, სხეული არა.
#3 კოფეინზე უარი თქვით 14:00-ის მერე
ეს ძლიერი სტიმულატორი ყოველთვის სწრაფად არ მოქმედებს. მან შესაძლოა მოგვიანებით გამოიწვიოს ადამიანში შფოთის განცდა. სჯობს ბალახის ჩაიზე გადახვიდეთ და თუ მაინც ვერ ამბობთ ყავაზე უარს, მაშინ უკეფეინო სცადეთ.
#4 არ დაკავდეთ სპორტით დაძინებამდე 4 საათის განმავლობაში
ფიზიკური აქტივოვების შემდეგ, ორგანიზმში ენდორფინები გამოიყოფა, რომლებიც ორგანიზმს დილამდე აფხიზლებს. სჯობს დღის პირველ მონაკვეთში დაკავდეთ სპორტით, რათა მსგავსი სტიმული მთელი დღე იგრძნოთ. სხვა შემთხვევაში კი სამსახურის შემდეგ მალევე მიაშურეთ სპორტულ დარბაზებს, რათა 4 საათი მაინც ჰქონდეს დარჩენილი ორგანიზმს დაძინებამდე.
#5 იძინეთ ღია ფანჯარასთან
ღამის ჰაერი სხეულს აჯანსაღებს. ასევე, კანსა და დაზიანებულ უჯრედებზე დადებითად მოქმედებს. იმუნური სისტემა მადლობას გეტყვით.