ზაფხულია, შესაბამისად ყველა ქალბატონი ცდილობს სხეულს განსაკუთრებულად მოუაროს და წონა აკონტროლოს. ეს მეტ–ნაკლებად ყველას გამოსდის. ყველასთვის მისაბაძი მაგალითი კი მომღერალი მარიტა როხვაძეა, რომელმაც 4 თვეში 21 კილო დაიკლო. როგორც მარიტამ OK!–ის გაუმხილა, ის 81 კილოდან 60 კილოზე ჩამოვიდა, რაც მისთვის იდეალური წონაა.
მარიტა როხვაძე: "4 თვის განმავლობაში წიწიბურას, ჭყინტ ყველს და 3–4 ლიტრ წყალს ვსვამდი ყოველდღიურად. თან ზაფხული დაემთხვა და საზამთროსაც მივირთმევდი. ვარჯიში აუცილებელია. ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობდი. ასევე, მივმართავდი აუზს და საუნას. სულ ეს არის ჩემი სიგამხდრის საიდუმლო."