ბიონსემ 10 კილოგრამის სწრაფად დასაკლებად უცნაური დიეტა გამოიყენა. მომღერალს ფილმ Dreamgirls-ში უნდა მიეღო მონაწილეობა, სადაც 16 წლის გოგონას განასახიერებს, ამიტომაც წონის დაკლებას აქტიურად შეუდგა და მიზანს 2 კვირაში მიაღწია.
„მაკიაჟისა და ტანისამოსის წყალობით ახერხებდნენ ჩემს დაპატარავებას, თუმცა მე რეალურადაც მსურდა მეტი მსგავსება. 60-იანებში ტვიგის მსგავსი გოგონები იყვნენ პოპულარულები და ვიცი დინა ჯოუნსიც გამხდარი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭამა მიყვარს, აუცილებელი იყო წონის სწრაფად დაკლება, რადგანაც 16 წლისა და 36 წლის რეალურ პერსონაჟს ორი კვირის სხვაობით ვთამაშობდი.“-იხსენებს მომღერალი.
The Master Cleanse Diet-ეს არის დიეტა, რომელიც მყარ საკვებს არ შეიცავს. დიეტის განმავლობაში მხოლოდ სითხით უნდა იკვებო: 6-12 ჭიქა წყალი ლიმნის წვენთან ერთად, სიროფი და სხვადასხვა დაბლენდერებული პროდუქტი დღის მანძილზე.
ბიონსე ამ მკაცრ დიეტას მხოლოდ პროტეინულ სასმელსა და თევზს ამატებდა. მომღერალი აღიარებს რომ დიეტის განმავლობაში ძალიან გულფიცხი ხდებოდა.
„როცა გადაღებები დასრულდა, წონა ისევ მოვიმატე-რადგანაც ერთბაშად ყველაფრის ჭამა დავიწყე.“