კლასიკურ ვარცხნილობას, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ბრიჯიტ ბარდომ დაამკვიდრა, მუდამ იმეორებენ თანამედროვე ვარსკვლავები: ბიონსედან დაწყებული ქეით მიდლტონით დამთავრებული. ტრენდი პოდიუმებზეც არ კარგავს აქტუალობას.
ცოტაოდენი ისტორიიდან: წინა საუკუნის შუახანებში, ქალებს ნამდვილად არ ეცალათ ექსპერიმენტებისთვის ვარცხნილობაში. 50-იანებში ქალები მოკლე ვარცხნილობისთვის დიდი მოცულობის შემატებას ცდილობდნენ. 60-იანებში კი ბრიჯიტ ბარდო საკულტო ფილმში მოგვევლინა: "ბაბეტა ომში მიდის", ლამაზმანს იმდენად ინდივიდუალური და შთამბეჭდავი ვარცხნილობა ჰქონდა, რომ უმალ დაიმკვიდრა ტრენდმა ადგილი მისივე პერსონაჟის სახელით "ბაბეტა".
სილამაზის სალონებში მომრავლდნენ მომხმარებლები, რომლებსაც სურდათ "ისე, როგორც ბაბეტას". მაღლა აწეული თმა როგორც ჩანს, მეტ სექსუალურობას სძენდა ქალს.
ბარბარა სტრეიზანდი
ოდრი ჰეპბერნი
თუმცა, საბჭოთა კავშირში "ბაბეტამ" უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. მას აკრიტიკებდნენ და "შტერი გოგონას ვარცხნილობად" თვლიდნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის აითვალისწუნეს, ის იყო, რომ ნაკლებად ჰიგიენურად თვლიდნენ.
ჯული კრისტი და ჯეინ ფონდა
ჩრდილში მოქცევის შემდეგ, "ბაბეტა" ტრიუმფით დაბრუნდა მსოფლიო ტრენდებში. შეიძლება ითქვას, რომ თმის ხელოვნება ამ ტრენდმა ააყვავა. დღეს, "ბაბეტა" ბევრ ლამაზმანს ამშვენებს, მსოფლიო მოდის ჟურნალების გარეკნებზე ხვდება და მოდის კვირეულებსაც წარმატებით იპყრობს. "ბაბეტას" ბევრი განვითარება აქვს: ის თმის სხვადასხვა აქსეუარით ფორმდება.
ვარცხნილობის ტრადიციული ვარიანტი სახის ფორმის გამოკვეთას ემსახურება, ამიტომაც, მაკიაჟიც შესაფერისი უნდა ახლდეს თან.
"ბაბეტას" პოდიუმებზე ხშირად წარმოადგენს კარლ ლაგერფელდი და შანელის კოლექციებში ხშირად ვხვდებით მითითებულ ტრენდს. თუმცა, წელს Moschino-მაც მას მიმართა.