15 წლის კაია გერბერი დედის გზას მიჰყვება და მოდურ ჟურნალებს თავისი სილამაზით იპყრობს. უკანასკნელ ინტერვიუში სუპერმოდელის ქალიშვილმა დედის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოებებზე ისაუბრა.
„მეჩვენება, რომ „სუპერმოდელის“ ცნებას დღეს არასერიოზულად იყენებენ. 90-იანებში ყველაფერი სერიოზულად იყო. კლაუდია, ნაომი, ლინდა და დედაჩემი-ბევრს მუშაობდნენ და ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდნენ. ისინი ერთმანეთს არ ჰგავდნენ. გენიალურიც სწორედ ესაა, რომ განსხვავებულები იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ მოდის ინდუსტრიაში ძლიერი ქალის იმიჯი შექმნეს. ახლა თანამედროვე მოდაში ეს სტილი ისევ ბრუნდება ისეთი მოდელების მეშვეობით, როგორებიც კენდალი და ჯიჯი არიან.“
კაიას თქმით, ერთადერთი საიდუმლო კოსმეტიკის ნაკლები გამოყენება და ბუნებრიობაა.
„დედამ ძლიერად იმოქმედა ჩემს დამოკიდებულებაზე სილამაზის მიმართ. მთავარი წესია: „სჯობს ნაკლები, ვიდრე მეტი“. ის ყოველთვის ბუნებრივი რჩებოდა და კოსმეტიკას ბოროტად არ იყენებდა, რადგანაც ის კანს ვნებს. ამიტომაც, ყველაფერი მარტივია, არ არსებობს სხვა საიდუმლო. იმისათვის, რომ სახის კანი ბრწყინავდეს, მისი მოვლისთვის ისეთი საშუალებაა აუცილებელი, რომელიც E ვიტამინს შეიცავს.“