მეგან ფოქსი ახლახანს 31 წლის გახდა და მის პლასტიკურ ოპერაციებზე ლეგენდები დადის. წარმოგიდგენთ „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავისა და სექსუალური შავგვრემანი ქალბატონის სილამაზის ტრანსფორმაციას.
რინოპლასტიკა
2007 და 2009 წლის სურათების შედარებისას ნათლად ჩანს, რომ მეგანმა ცხვირი ოდნავ შეავიწროვა და „შეისწორა“.
მკერდის გაზრდა
სიგამხდრის მიუხედავად, ფოქსს ექიმების ჩარევის გარეშეც ჰქონდა შესანიშნავი ფორმები. თუმცა, ბევრი პლასტიკური ქირურგი ამჩნევს ფორმის მატებას.
ტუჩის ფორმის კორექტირება
მიუხედავად იმისა, რომ მეგანი ამას უარყოფს, ყველა ხვდება ტუჩების ოდნავ ცვლილებას მსახიობზე.
ლოყების ფორმის მოდელირება
მეგანმა გადაწყვიტა კიმ კარდაშიანის მსგავსად ლოყებისთვის სპეციალური ფორმა მიეცა. ამგვარად ოვალური სახე უფრო მიმზიდველი გახდა.
ნაოჭების მოშორება ბოტოქსის მეშვეობით