ითვლება, რომ ოვალურ სახეს ნებისმიერი ვარცხნილობა უხდება. ოვალური სახე გაქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ „თქვენი“ ვარცხნილობა? წარმოგიდგენთ იმ საუკეთესო მაგალითებს, რომლითაც ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე თავი მოიწონეს.
1. ემა სტოუნი
ემამ იცის როგორ გაამახვილოს ყურადღება ბუნებრივ სილამაზეზე და ამავდროულად გლამურული იყო: თმა ჩვეულებრივი „კუდით“ უნდა შეიკრა და თმა მსგავსად გადაიყო.
2. ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერის არჩევანი კი ელეგანტური და ლამაზია როგორც სპორტულ დარბაზში, ასევე წითელ ხალიჩაზე.
3. ბიონსე
ხანდახან ექსპერიმენტებიც საჭიროა: მაღლა აწული თმა ოვალურ სახეს სიგრძეს მატებს.
4. რიანა
არც მოცულობის უნდა შეგეშინდეთ რიანას მაგალითზე.
5. ემა უოტსონი
"ბობი" იდეალური არჩევანია მსგავსი სახისთვის. ამ დროს ლოყები უმნიშვნელოდ უნდა გამოკვეთოთ.
6. მეგან ფოქსი
უბრალო ასიმეტრიული ვარცხნილობით-ერთ მხარეს ჩამოშვებული თმით იმიჯს ნამდვილად მომხიბვლელად ვაქცევთ.
7. შარლიზ ტერონი
ეს ვარიანტიც საკმაოდ წარმატებულია. ისეთი შეგრძნება გრჩება, რომ ასიმეტრიული ლოკონები სადაცაა ჩამოიშლება, თუმცა თმის დამატებითი მორთულობა საბოლოო აღქმაში საოცარ ბალანსს ახდენს.
8. ჯულია რობერტსი
მიბაძეთ ჯულიას: შეიკარით უკან „კოსა“ და მიმზიდველობისთვის წინ რამდენიმე თმის ღერი ჩამოიშალეთ.
9. ემბერ ჰარდი
კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ოვალური სახისთვის: ნაწნავიდან დაწყებული ერთ მხარეს გაშლილი თმა ლოკონებით სახეს განსაკუთრებულად გლამურულ იერს სძენს.
10. ჯოან სმოლსი
ოდნავ გადაწეული გასწორებული თმა, რომელსაც თმისამაგრით ფიქსაციას აძლევთ-ოდნავ სარისკო თუმცა მომგებიანია.