ალბათ ყველას გვახსოვს ბრიტნი სპირსის ცნობილი კლიპი one more time და მისი საკულტო თმა. ვარცხნილობა სტილში „ისევ სკოლაში“ პოდიუმსა და ვარსკვლავებს შორის პოპულარობას იხვეჭს. დროა თმები დავიწნათ და ერთად გავიხსენოთ თინეიჯერობა.
სიმეტრიული ვარცხნილობა, რომელიც მხრებამდე გწვდება, სახეს განსაკუთრებულ იერს სძენს. მას მუსიკალურ ფესტივალებზე, განსაკუთრებით კი Coachella-ზე დიდი გამოხმაურება აქვს. 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩენებებსაც არ ჩაუვლია ამ ვარცხნილობის გარეშე. ტენდეციამ განვითარებას არმანიდან პრადამდე მიაღწია. არაფერია ამ ტრენდში შეუძლებელი და გასაოცარი, თუმცა ნამდვილად ღირსეულად და მოდურად გამოიყურება.
მოულოდნელი იყო, რომ ტრენდმა ბევრი ვარსკვლავი აიყოლია. 36 წლის ალესანდრა ამბროსიომ „ქოაჩელაზე“ ჩათვალა, რომ სკოლის მოსწავლის სტილი ბოჰემური ელემენტებით ძალიან უხდება. ქეითი პერი თუ მერი ქეით ოლსენიც იმდენად შთააგონა ამ ტრენდმა, რომ სტილისტების აღფრთოვანებაც კი დაიმსახურეს.