GUCCI
Gucci Guilty Absolute
ეს არის ახალი სიტყვა მამაკაცის პარფიუმერიაში, თანამედროვე არომატი მამაკაცისთვის, რომელსაც სურს ატაროს ,ინოვაციური ,ექსკლუზიური პარფიუმი. არომატი GUCCI-ს სახლის კრეატიული დირექტორის Alessandro Michele_სა და პარფიუმერ Alberto Morillas-ის კოლაბორაციის შედეგია. პარფიუმერმა შექმნა კონკრეტული ნაერთი, რომელიც ინარჩუნებს თავდაპირველ ჟღერადობას კანზე, დატანების შემდგომ კი ყველა ინგრედიენტი მუშაობს ისე, როგორც ერთი მთლიანობა. არომატი აღმოსავლურ-მერქნისებრი. შემადგენლობა: ტყავის აკორდი; ახალი ნატურალური ექსტრაქტი კვიპაროსი; მშრალი-მერქნოვანი ვეტივერი; ასევე არომატში, როგორც Guilty-ს ყველა ვერსიაში გვხვდება დამახასიათებელი ინგრედიენტი ფაჩული. არომატის სახე ამერიკელი მსახიობი Jared Leto გახლავთ.
BVLGARI
Goldea
Goldea - ეს არის პარფიუმერ Alberto Morillas_ს ახალი 2015 წლის აღმოსავლურ-ყვავილოვანი არომატი, მოქცეული ძვირფას ელვარე ოქროსფერ ფლაკონში, როგორც მაცდური ჯადოსნური ოქროს ელექსირი. ფლაკონი შთაგონებულია Bvlgari_ს ძვირფასი ოქროს სამკაულების ელვარებით . Goldea _ მომნუსხველი ოქროს ეგვიპტელი ქალღმერთი, რომელიც არომატს იყენებს, როგორც გარშემომყოფთა მომაჯადოებელ ელექსირს. შემადგენლობა: კრისტალური მუშკი, გრილი ბერგამოტი, ჟოლოს ტკბილი აკორდი, ილანგ ილანგი, ოქროსფერი მუშკი, ჟასმინი, მუშკი , ფაჩული, ქარვა, ეგვიპტური პაპირუსის პიკანური ნოტა.
CARTIER
La Panthere Legere
„LA PANTHER „ -ის ერთ წლიანი წარმატების შემდეგ ბრენდი გვთავაზობს ახალ არომატს „LA PANTHER Eau de Parfum Légère“. ეს არის უფრო მსუბუქი ვერსია, რომელშიც წარმოდგენილია ხავერდოვანი მუშკის,დელიკატური გარდენიის და მზით გამთბარი გვირგვინოვანი ყვავილების - “Tiara” კომბინაცია. ფლაკონი მოგვაგონებს Cartier_ს ძვირფას ქვას, რომლის ბრილიანტისებური ბრწყინვალება თვალისმომჭრელია. არომატი განკუთვნილია თავისუფალი და მიმზიდველი ქალბატონებისთვის. მისი სურნელი კი, წლის ნებისმიერ სეზონზე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ.
LANCOME
Shine Lover
ეს არის მკვეთრი, ნათელი და ბზინვარე პიგმენტებით გაჯერებული ტუჩის საცხი, რომელშიც დამნამავი ფორმულაა მოთავსებული.კომპლექსის შემადგენლობაში შედის:ვარდის ზეთი, ჰიალურონის მჟავა, ვაზელინის ჟელე. ფორმულა იცავს, ნამავს და კვებავს ტუჩს, ხოლო ნათელი პიგმენტები კი მიმზიდველს და ლამაზს წარმოაჩენს მას.
DOLCE & GABBANA
The One For Men
ეს სუნამო ეძღვნება დოლჩე & გაბანას მამაკაცს: ქარიზმატულს და მიმზიდველს, ელეგანტურსა და დახვეწილს. იგი შეიქმნა თანამედროვე კოსმოპოლიტი მამაკაცებისთვის, რომლებიც ზრუნავენ საკUთარ თავზე და სხეულზე.
შემადგ. გრეიფრუტი, კორიანდრი, ბაზილიკი, კარდამონი, ფორთოხლის ყვავილი, კედრი, ამბრი, თამბაქო
ELIE SAAB
Rose Couture
ეს არის E Elie Saab-ის “Le Parfum”- ის ხაზის სრულყოფილი გაგრძელება - ჰაეროვანი, შიპროვან-ყვავილოვანი სურნელი. შემადგენლობა: პეონის და ვარდის აკორდები, ფორთოხლის ყვავილი, გამჭირვალე ჟასმინი, ვარდის ნექტარი, სანდალოზის ხე და ფაჩული.
JEAN PAUL GAULTIER
Classique Intense
ეს არის Jean Paul Gaultier Classique _ის ახალი ვერსია , რომლის კომპოზიციაც შიძლება ავღწეროთ როგორც გამაცოცხლებელი, ინტენსიური, აღმოსავლური არომატი , გაჯერებული ბროწეულის, ტიარას და ფორთოხლის ყვავილით , ვარდით, ჟასმინით, ფაჩულითა და ვანილით.
NARCISO RODRIGUEZ
For Her edp
ეს ელეგანტური, მგრძნობიარე, საიდუმლოებით აღსავსე, ყოვლისმომცველი არომატი განკუთვნილია დახვეწილი ქალბატონებისთვის.
MARC JACOBS
Decadence
აღმოსავლურ -ყვავილოვანი პარფიუმერული კომპოზიცია Marc Jacobs_გან, ინოვაციური ფლაკონით და ექსტრაორდინარული დიზაინით, რომელიც გარშემომყოფთ აჯადოვებს განუმეორებელი შლეიფით. შეფუთვას თავსახურზე აკრავს ძვირფასი ჩანთა მოოქროვილი ჯაჭვით, როგორც მოდური აქსესუარი . ეს არის ფლაკონში ილუსტრირებული Marc Jacobs-ის მოდა და სტილი. Marc Jacobs - შეფუთვის ინოვატორი. შემადგენლობა: იტალიური ქლიავი,შაფრანი, ბულგარული ვარდი, ჟასმინ სამბაკი, ირისი, ამბრე, ვეტივერი.
VERSACE
Dylan Blue
წარმოგიდგენთ მამაკაცის ახალ არომატს Versace “DYLAN BLUE” ,რომელიც განკუთვნილია ძლიერი, მიმზიდველი და თანამედროვე მამაკაცებისთვის. შემადგენლობა: ბერგამოტი, გრეიფრუტი, ლეღვის ფოთლები, ამბრი, შიპრი, ფაჩული, ძვირფასი ზაფრანა, დიპტერი, წყლისებრი ნოტები კი უფრო მეტად ღრმას და საინტერესოს ხდის არომატს. DYLAN BLUE_ს უფრო განსაკუთრებულს და მამაკაცურს შავი წიწაკის და იის ფურცლების ნაზავი ხდის. თავად დონატელა ვერსაჩე, ასე აღწერს არომატს: „DYLAN BLUE ეს არის ვერსაჩეს თანამედროვე მამაკაცის განსახიერება, არომატი არის ინდივიდუალური ხასიათის, რომელიც გაჯერეებულია მამაკაცურობითა და ქარიზმით. მე მომწონს, როგორ ახლებურად ჟღერს ტრადიციული ნოტები ამ არომატში. თანამედროვედ, სუფთად და აქტუალურად ყველა დროში.“